x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს, ამ ფორმით აღარ უნდა იარსებოს“ - ნანუკა ჟორჟოლიანი
image

.

ცნობილი ქართველი ტელესახე, ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში მიშა სააკაშვილისა და მისი პარტიის ღია მხარდამჭერი იყო, ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა დაიშალა და აღარ არსებობს. მას აღარ სურს, რომ პარტია ამგვარად არსებობდეს. ის ვეღარც მის როლს ხედავს პარტიის მხარდაჭერაში და მთლიანად ემიჯნება.

.


„ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

/

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ნანუკა ჟორჟოლიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა“.

.

„რა მარაზმია მიშას ძველი წერილების ფრიალი და ეს არჩევნები მთლიანად. მიშას ჯანმრთელობის ფონზე, საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლა ასმაგად გულისამრევია.

.

„ნაციონალური მოძრაობა“, (რომლის ამომრჩეველიც ვარ 2003 წლიდან) აღარ არსებობს. პარტია აღარც ამომრჩევლისთვისაა და არც მიშასთვის. ეს არჩევნები მხოლოდ საკუთარი გავლენებისთვის ბრძოლაა.

.

პარტიამ, ამ ფორმით და შინაარსით აღარ უნდა იარსებოს. ამიტომ, მე ბოიკოტს ვუცხადებ ამ არჩევნებს.


მიუხედავად იმისა, რომ დავრეგისტრირდი, უდიდესი სიყალბე იქნება ჩემი მხრიდან, რომელიმე კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადება.

.

აღარც მათი ამომრჩეველი ვარ მანამდე, ვიდრე ასეთები არიან“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემით ირჩევს. პარტიამ ამომრჩევლების რეგისტრაციის პროცესი 13 იანვრიდან გამოაცხადა. ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვრამდე გაგრძელდება.

/

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0