x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
"რამიშვილი? ვსე მენშევიკი, ვსეხ რასტრელიაც ნადა" - როგორ მოხდა ნინო რამიშვილის შეხვედრა სტალინთან
image


ერთხელაც ნინო რამიშვილი მეუღლესთან, ილიკო სუხიშვილთან ერთად სტალინს შეხვდა.


“სტალინის წინ უნდა ჩაგვევლო, გვერდით ბერია ედგა და მას უნდა წარვედგინეთ. ჩემი ჯერი რომ დადგა და მივუახლოვდი, გაიგონა გვარი რამიშვილი და უცებ თქვა: “რამიშვილი? ვსე მენშევიკი, ვსეხ რასტრელიაც ნადა!”. რა მომივიდოდა? შესაძლოა, იხუმრა კიდეც, მაგრამ იმ დროს მისი ხუმრობა მძიმედ შეიძლებოდა მოტრიალებულიყო. მისი ხუმრობა ხომ ბრძანება იყო… ჰოდა, ვდგავარ და ვფიქრობ, ახლავე გამიყვანენ თუ გასასვლელთან დამხვდებიან-მეთქი”.


ნინოს შიში არ გამართლდა. სტალინმა სახლში მიიპატიჟა და ქართული სუფრით გაუმასპინძლდა.



“ილიკო ღვინოს არ სვამდა. სტალინს უთქვამს, ილიკომ არც მოლოტოვთან დალია, არც აქ სვამს, ამიტომ ორი ჭიქით დავაჯარიმოთო. ილიკომ ჭიქა აიღო და სტალინის სადღეგრძელოს თქმა დაიწყო. ბელადმა შეაჩერა და უთხრა, ჯერ შენი დედ-მამის დალიე, რადგან მათ რომ არ გაეჩინე, ახლა აქ არ იქნებოდიო. მერე კი სთხოვა, იცეკვეო. ილიკომ ნინო გამოიცეკვა. სტალინი ფეხზე წამომდგარი უყურებდა თურმე. შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლები მოიწმინდა და თქვა, ახალგაზრდობაში მეც ვცეკვავდი, მაგრამ როგორა ხარ განათლებული, შე ღმერთძაღლო, ფეხებშიო. ბოლოს სტალინს ილიკოსთვის უკითხავს, რა გაჩუქოო.


“ბინა არ მქონდა და არაფერი, მაგრამ ვუთხარი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნება თქვენი სურათი ავტოგრაფით-მეთქი”, – იხსენებს ილიკო. სწორედ ამ ფოტომ მათი ოჯახი გადაარჩინა.


ნინო რამიშვილი: “მამა რომ დაიჭირეს, ჩვენი გასახლება უნდოდათ. ოთახში რომ შემოვიდნენ და სტალინის სურათი დაინახეს ავტოგრაფით, მაშინვე გატრიალდნენ და უკან აღარ მობრუნებულან”.



შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღეს 19 იანვარს(1910 წელს)დაიბადა, მოცეკვავე, ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი. საქართველოს 1948 და სსრკ 1963 სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახ. 1973 და სსრკ 1949 სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე ნინო რამიშვილი, რომელმაც მეუღლესთან, ილია სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი.ე.წ. "სუხიშვილები."

1
402
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
402
  
2023, 19 იანვარი, 22:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1