x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ოლექსეი არესტოვიჩი ინტელექტით არასდროს "ბრწყინავდა", მაგრამ ახლა რუსების "წისქვილზე დაასხა წყალი" მისმა როყიოდ ნათქვამმა
image ოლექსეი არესტოვიჩი საქართველოში, დედოფლისწყაროშია დაბადებული, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია საქართველოს პროვოცირების მცდელობები ჰქონოდა მეორე ფრონტის გახსნაზე რუსეთის წინააღმდეგ.


ვინ ვინ და მე, საკმაოდ სტაჟიანმა ოფიცერმა მშვენივრად ვიცი, მეორე ფრონტის გახსნა მოასწავებდა საქართველოს დედაქალაქის და სხვა დიდი ქალაქების დაუყოვნებლივ დაბომბვას რუსეთის მხრიდან.


არ დამიწყოთ ჭკუის სწავლება: რუსეთი ამას არ იზამდა, რუსეთი ამას ვერ გაბედავდა და ასე შემდეგ.


2008 წელს გორის სამოქალაქო ობიექტების და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვაზე უკან არ დაუხევია და რატომ გგონიათ, რომ ახლა რამდენიმე ათეულ რაკეტას არ გაიმეტებდა თუნდაც თბილისის დასაბომბად?



ჭკუა დაუშლიდა თუ ჰუმანურობა არ მისცემდა ამის ნებას რამდენიმე ასეული უდანაშაულო უკრაინელი ბავშვის მკვლელ რუსეთს?


ამიტომაც არ ვემხრობოდი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ზღვარსგადასულ აქტიურობას საქართველოს მიმართ, დიახ საქართველოს და არა მხოლოდ მისი ხელისუფლების.


უკრაინაში ბრძოლისას სამჯერ ვნახე უკრაინის პრეზიდენტი, როცა რუსების მიერ ოკუპირებული და ჩვენს მიერ განთავისუფლებული ქალაქები მოინახულა და უკრაინის ეროვნული დროშა აღმართა, მაგრამ არსად არ მინახია ოლექსეი არესტოვიჩი მებრძოლებთან არა თუ წინა ხაზზე, არამედ მეორე ხაზზე მისულიც კი.


სწორედ ამიტომაც მისი ავტორიტეტი უკრაინელ სამხედროებში 0-ის ტოლფასი იყო.


14 იანვარს რუსმა აგრესორებმა უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მათ შორის ქალაქ დნიპროზეც, სადაც რუსული რაკეტა უზარმაზარ საცხოვრებელ სახლს მოხვდა და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით შუაზე გააპო.
ნანგრევებში უამრავი ადამიანი მოჰყვა, 30-მდე ადამიანი დაიღუპა, თითქმის ასამდე კი სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა და ამ დროს გამოდის უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი და აცხადებს: "რუსული, X-22-ის ტი­პის რა­კე­ტა საცხოვრებელ კორპუსს მას შემდეგ დაეცა როცა ის უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდესო. მაგრამ დამანგრეველი ეფექტი რაკეტის განსაკუთრებით ტოქსიკურმა საწვავმა გამოიწვიაო".


"რა­კე­ტა ჩა­მო­აგ­დეს, ის სა­დარ­ბა­ზოს და­ე­ცა და აფეთ­ქდა. "X-22" ტი­პის რა­კე­ტა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად ტოქ­სი­კურ საწ­ვავ­ზე მუ­შა­ობს. შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ გა­ნად­გუ­რე­ბის და­მა­ტე­ბით ელე­მენ­ტად სწო­რედ ტოქ­სი­კუ­რი საწ­ვა­ვი იქცა", - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ვე­ლი ოლექ­სი არეს­ტო­ვი­ჩი.


ერთში მართალია არესტოვიჩი-აღნიშნული რაკეტა მუშაობს თხევადი საწვავის ნარევზე და აზოტმჟავას ოქსიდანტზე.


სწორედ ამ მიზეზით აღნიშნული რაკეტის საწვავით გაწყობა სპეციალური, ქიმიური დაცვის კომბინიზონებში გამოწყობილი ტექნიკური პერსონალის მიერ ხდება უშუალოდ რაკეტის მატარებელი თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე ათეული წუთით ადრე.


არც ესაა მთავარი, არესტოვიჩის როყიოდ ნათქვამმა რუსებს საშუალება მისცა ეთქვათ: "ჩვენ სამხედრო დანიშნულების ობიექტს ვესროლეთ რაკეტა, მაგრამ უკრაინელებმა ჩამოაგდეს და სწორედ ამან გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის ნგრევაო".


ამ ეტაპზე ამ ტიპის რაკეტის სიჩქარის გამო უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსები ფიზიკურად ვერ შესძლებდნენ მის ჩამოგდებას, ამერიკულ "პატრიოტებს" ტექნიკურად იდეაში შეუძლია ამ კლასის რაკეტების ჩამოგდება.


ასე, რომ არესტოვიჩი არა მარტო გადასაყენებელია, არამედ პასუხისგებაში მისაცემიც, მტერს მისი მოქმედების გამართლების საშუალება არ უნდა მისცე.

0
60
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
60