x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორც ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს სასწრაფოდაა შესაქმნელი ახალი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი

image დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ევროპოს-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ალიანსი, რომელიც იქნება პასუხი რუსეთის აგრესიაზე ბრიუსელში "ნატოს" ალიანის ორჭოფობაზე და გერმანიის რეაქციაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით არ შეიძლება დაყოვნება მაშინ, როცა რუსი აგრესორების ჭურვებს, ბომბებს თუ რაკეტებს ბავშვები და ზოგადად უდანაშაულო ხალხი ეწირება.
მოგეხსენებათ "ნატო"-ს ალიანსი შეიქმნა "ვარშავის პაქტის" წევრი ქვეყნების საპირწონედ, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის კომუნისტურ ქვეყნებს აერთიანებდა.
დროთა განმავლობაში დასრულდა "ცივი ომის" ეპოქა, რომელიც ხრუშჩოვის პერიოდში დაიწყო და გორბაჩოვის პერიოდში საბჭოთა კავშირიც დაიშალა და მისი მოკავშირე ევროპული კომუნისტური სახელმწიფოებიც ახალ წყობაზე გადავიდნენ რამაც შესაბამისად "ვარშავის პაქტის" ანულირება გამოიწვია, თუმცა დარჩა "ნატო"-ს ალიანსი, რომელშიც ახალი წევრი მიიღბა კონსესუსით ანუ ალიანსის ყველა წევრი უნდა იყოს თანახმა ახალი წევრის მიღბისას.
საქართველოს შემთხვევაში უნდა მიგვეღო ძალიან აქტიური სამოქმედო გეგმა, რომელიც "ნატო"-ს ალიანსთან ძალიან დაგვაახლოვებდა, სამწუხაროდ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა და აქვს დღემდე რუსეთთან წინააღმდეგი წავიდა, ასევე საფრანგეთმაც დააფიქსირა თავისი აზრი, რომ საქართველო ჯერ მზად არ იყო "მაპის" მისაღებად, რასაც საკმაოდ მალე ძალიან ცუდი რეაქცია მოყვა რუსეთის მხრიდან, რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ბაზები ჩააყენა, საუბარია აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე.
ამჟამად ფინეთი და შვედეთი მოითხოვენ "ნატო"-ს ალიანსში მიღებას, რადგან უკვე ხედავენ რუსეთის აგრესიას ბოლო რომ არ უჩანს და საფრთხე მათაც ემუქრებათ, სამწუხაროდ კონსესუსი არარსებობის გამო ფინეთის და შვედეთი ჯერ ალიანსში ვერ გაწევრიანდებიან, რადგან თურქეთი კატეგორიული წინააღმდეგია მათი ალიანსში მიღებით და ამას ქურთი დისიდენტების თუ მეამბოხეების ამ ქვეყნებში შეფარებით ასაბუთებს.
როგორც ალიანსის ლიდერმა განაცხადა: "თურქეთს აქვს არგუმენტირებული კითხვები რომელზეც პასუხების გაცემა აუცილებელია, თურქეთი ჩვენი მოკავშირე და პარტნიორია, შესაბამისად მას აქვს გარკვეული წინააღმდეგობები ამ ორი ქვეყნის მიღებაზე და ჩვენ მას ანგარიში უნდა გავუწიოთ".
სწორედ ასეთმა მიდგომამ გადააწყვეტინა ბრიტანეთის პრემიერს ევროპისათვის შეეთავაზებინა ახალი ალიანსის შექმნა, სადაც ერთ სახელმწიფოს სურვილზე არ იქნება ახალი წევრის მიღება დამოკიდებული.
ბორის ჯონსონმა კიევში ყოფნისას უკრაინის პრეზიდენტს შესთავაზა ალიანსის შექმნის შემთხვევაში მასში გაწევრიანება, რაც უკრაინისათვის სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური თანადგომის გარანტია იქნება.
სხვათაშორის, სანამ ჩვენ "ნატო"-ს "ღია კარებს" ვეჯაჯგურებით გასაღებად, ასე თუ გაგრძელდა საქმის ვითარება ახლო მომავალში იმ ოდნავ "ღიად დატოვებულ" კარებსაც მოგვიხურავენ. აქედან გამომდინარე ვალდებულები ვართ გავაქტიურდეთ ახალი ალიანსის შექმნის მიმართულებითაც, რადგან აქ უკვე შესვლის და მიღბის მაღალი ალბათოვა იკვეთება.
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პოლონეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პარალელურად ყველაზე აქტიურად უკრაინას მხარდაჭერას სწორედ დიდი ბრიტანეთი უცხადებს, როგორც პოლიტიკურად ასევე სამხედრო დახმარების თვალსაზრისით.
image



0
279
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
279