x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პარლამენტარებს იცავდა-ბრიტანეთში გაასამართლებენ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მანიაკს ქვეყნის ისტორიაში
image

მან უკვე აღიარა გაუპატიურების და სხვა სექსუალური ძალადობის ათეულობით შემთხვევა. მაგრამ მსხვერპლთა რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს.



დამნაშავე, დევიდ კერიკი (David Carrick) 48 წლისაა. ჯარის მოვლის შემდეგ იგი 2001 წელს შეუერთდა ლონდონის პოლიციას, ხოლო 2009 წელს გადაიყვანეს პარლამენტისა და დიპლომატიური უსაფრთხოების დაცვის სამსახურში. სექსუალური მანიაკი თავის მსხვერპლს ეძებდა გაცნობის პოპულარულ საიტებზე, ყველაზე ხშირად Tinder-სა და Badoo-ზე. ის ნდობას მალევე იპოვებდა, ბოლოს და ბოლოს, პოლიციელი იყო, წესრიგის დამცველი! შემდეგ კი ქალები ტყვეობაში აჰყავდა, თვეების განმავლობაში, რა დროსაც უხეშად აუპატიურებდა მათ.



ზოგიერთი მათგანი ჰერტფორდშირში, მისი სახლის კიბეების ქვეშ, პატარა კარადაში ჰყავდა გამოკეტილი, იუწყება ბრიტანული ტელეარხი Sky News.


image




ქალებს ქამრით სცემდა, სახლის დალაგებას შიშვლებს აიძულებდა, ზედ ქალებზე ისაქმებდა, არ აძლევდა ჭამის და ძილის საშუალებას, თან უწოდებდა "მსუქნებს, ზარმაცებს და მის მონებს", აკონტროლებდა ფინანსურად, მეგობრებისა და ოჯახისგან იზლორებას ახდენდა, უკრძალავდა ურთიერთობას თუნდაც საკუთარ შვილებთანაც კი.



ის აშინებდა დაზარალებულებს, რომ პოლიციაში მისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მაინც არავინ დაუჯერებდა. ტრაბახობდა, რომ და მას აქვს დიდი კავშირები, სამსახურში ნაცნობები, მათ შორის თავად პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი.


თუმცა კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანსო...



2021 წელს მთელი ბრიტანეთი შოკში ჩავარდა 33 წლის სარა ევერარდის მკვლელობის გამო. ცხელ კვალზე დამნაშავე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ... იგი იყო კერიკის კოლეგა პარლამენტის და დიპლომატთა დაცვის სამსახურიდან, 48 წლის უეინ კაზინსი. საღამოს სარა მეგობრისგან სახლში ბრუნდებოდა.



კაზინსმა ის ლონდონის ქუჩაზე გააჩერა. მან დაადანაშაულა კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების დარღვევაში, ხელბორკილები დაადო, მანქანაში ჩასვა და უახლოეს ტყეში წაიყვანა. იქ გააუპატიურა, პოლიციის ქამრით დაახრჩო და ცხედარი ტყეში გადააგდო. სარას გვამი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. ქვეყანაში პოლიციელთა წინააღმდეგ ქალთა მასობრივი პროტესტი დაიწყო. "სარას გაუჩინარება ასეთ საშინელ ვითარებაში ყველაზე საშინელი კოშმარია ნებისმიერი ოჯახისთვის, "


კრესიდა დიკი, ლონდონის პოლიციის უფროსი, ცდილობდა შეემცირებინა ვნებათაღელვა. "ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ლონდონელებისთვის იმის ცოდნა, რომ ქალების ასეთი გატაცებები ჩვენს ქუჩებში ძალზე იშვიათია“.


ყოფილ პოლიციელს, უეინ კაზინს მალევე მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა პირობით გათავისუფლების გარეშე.


ამ პერიოდში დიდ ბრიტანეთში სამართალდამცავების მიმართ საზოგადოების ნდობა სერიოზულად შეირყა.

image

სწორედ მაშინ მიმართა პოლიციას კერიკის ერთ-ერთმა მსხვერპლმა. დაიწყო გამოძიება. გაირკვა, რომ ადრე მას უკვე 9-ჯერ(!!!) დასდეს ბრალი გაუპატიურებაში, ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებაში. მაგრამ იგი არც არასდროს დაუსჯიათ. სამართალდამცავმა უწყებებმა ოფიციალური დარღვევები "ვერ დაინახეს". როგორც ჩანს, დიპლომატებისა და პარლამენტარების მცველებს ზევით მართლაც დიდი კავშირები ჰქონდათ.




"ადრე უნდა შეგვემჩნია მისი აგრესიული საქციელი, მაგრამ რადგან ეს ასე არ მოხდა, ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა დროულად გაგვერიცხა ის ჩვენი ორგანიზაციის რიგებიდან“, - მოინანია პოლიციის კომისრის თანაშემწემ ბარბარა გრეი.


„გულწრფელად ვწუხვართ, რომ მისი მსხვერპლთა ტანჯა გახანგრძლივდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვლავ აგრძელებდა პოლიციის რიგებში მსახურებას. ჩვენ ვიცით, რომ მათ თავის დროზე ვერ შეატყობინეს სამართალდამცევებს, რადგან ის არწმუნებდა მსხვერპლს, რომ მაინც არავინ დაუჯერებდა“.


image


კერიკი, რომელიც ქალებს ხვდებოდა გაცნობის სხვადასხვა საიტებიდან, სულ 49 დანაშაულშია ბრალდებული და ფაქტობრივად გახდა თანამედროვე ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი სერიული მოძალადე. ის მხოლოდ 2021 წელს დააკავეს.



განაჩენი 2023 წლის თებერვალში გამოცხადდება, მოსალოდნელია, რომ იგი იქნება ძალზე მკაცრი.

1
405
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
405
  
2023, 20 იანვარი, 22:37
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1