კინო სალმა ჰაიეკი, კინოს ვარსკვლავი რომელიც ასაკის მიუხედავად სხეულის ფორმებით და გარეგნობით ახალგაზრდებს "ფორასაც" მისცემს 2023, 16 იანვარი, 17:13 კინოს მუდამ ჰყავდა ვარსკვლავების ისეთი კრებული რომლებსაც ასაკი და დრო ვერაფერს აკლებდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, მარლენ დიტრიხი, რომი შნაიდერი, სოფი ლორენი, ბრიჯიტ ბარდო, მონიკა ბელუჩი და სხვები და სხვები. ეს ადამიანები იმდენნი არიან მეშინია კიდეც ვინმე არ გამომრჩეს და კრიტიკის ქარცეცხლი არ დავიტეხო თავს სრულიად სამართლიანად. ამჟამად კი კინოს ისეთ ცნობილ სახეზე მექნება საუბარი რომელსაც აფიშირება ჩემგან არ ჭირდება, საუბარი მაქვს ულამაზეს და ასაკის მიუხედავად მუდმივად ფორმაში მყოფ სალმა ჰაიეკზე, რომელიც წელს "ოქროს გლობუსის" წარდგენაზე ულამაზესი კაბით მივიდა, კაბით რომელიც სრულად შეესაბამებოდა მის გარეგნობას და მისი, როგორც სექსუალური ქალის იმიჯს. რამდენიმე დღეა რაც სალმას ტანსაცმლის განხილვა აქტუალურიამ 56 წლის ცეცხლოვანი მექსიკელი ჯერ კიდევ იპყრობს მაყურებლების და ზოგადად მამაკაცების გულებს, ეს კი მარტივი საკითხი ნამდვილად არაა უზარმაზარი კონკურენციის პირობებში. სალმა იმ უიშვიათესი მსახიობების დასს ეკუთვნის რომელსაც არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგისათვის დახმარების მიზნით, რადგან მას უბრალოდ არ ჭირდება რაიმეს შესწორება სილამაზის შესანარჩუნებლად, მსახიობს თითქოს "ახალი სუნთქვა გაეხსნა" და ის ყველანაირად აღმავლობის გზაზეა. 56 წლის ქალი ასე გამართული მიდიოდეს, თან ასეთი შემართებით, უდაოდ იმსახურებს პატივისცემას და დაფასებას. 268 6-ს მოსწონს |