x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ახლა მიპასუხეთ ვინაა მკვლელი...? დამთავრდეს ფასიანობა, ფულაობა და კერძოობა"- რა ინიციტივით გამოდის შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი თბილისში დატრიალებულ ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქალაქში მოქმედი ყველა ლიფტის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას ითხოვს. ქვეყნის ნომერ პირველი ლეიბორისტის თქმით, "მერიას ჯიპები და ავსტრალიური ძროხის ტყავით დამზადებული ავეჯი" რომ არ შეეძინა" მთელი სალიფტე მეურნეობაც განახლდებოდა და ამ ახალგაზრდების სიცოცხლეც არ დამთავრდებოდა":


"სამწუხაროდ ქალაქის მაფიოზა მერის ავტოგოლისტ კახი კალაძის გაუმაძღრობას-- ახლახან, ვაკის საცურაო აუზში ბავშვის სიკვდილის შემდეგ-- დღეს უკვე ლიფტში ორი ახალაზრდის სიცოცხლე შეეწირა. საკმარისი იყო ერთი წელი მაინც არ ეყიდა მერიას ჯიპები და ავსტრალიური ძროხის ტყავით დამზადებული ავეჯი---მთელი სალიფტე მეურნეობა განახლდებოდა და ამ ახალგაზრდების სიცოცხლე არ დამთავრდებოდა.

ახლა მიპასუხეთ ვინაა მკვლელი თუ არა ხელისუფლება და პირადად კალაძე? სასწრაფოდ--- ყველა ლიფტი გადავიდეს სახელმწიფო საკუთრებაში, დამთავრდეს იქ ფასიანობა, ფულაობა და კერძოობა, ასევე დაუყოვნებლივ გამოიცვალოს ყველა ლიფტი საიმედო აპარატურით, ხოლო კალაძე მოცილდეს დედაქალაქის მართვას."- წერს შალვა ნათელაშვილი.


ცნობისთვის, 14 იანვარს, ვაზისუბანში 40 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ლიფტი გამოიძახეს, თუმცა, კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი დაიძრა და ორივე გარდაიცვალა.




0
185
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
185