x
image
თუთიკო ბერძენა
ასე ხდება, როცა გმირების ქვეყანა ხარ: უკრაინა უხსნის ნიღბებს, აუქმებს ორპირობას, კარნახობს დღის წესრიგს, იქნება ეს გაეროს რეფორმა თუ ევროკავშირის ახალი კონფიგურაცია

image


2023 წელი უკრაინის გამარჯვებისა და რუსეთის დასასრულის წელი უნდა იყოს. დღევანდელი საშინელება, რაც უკრაინის მიწაზე ხდება, რუსეთის მრავალი წლის დაუსჯელობის შედეგია.

ურაინის მხრიდან მოულოდნელად გაწეულმა საოცარმა წინააღმდეგობამ მთლიანად შეცვალა მსოფლიო.

როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელებმა გააერთიანეს დასავლეთი, გააერთიანეს ევროპა, დაიცვეს ღირებულებები, დაუბრუნეს სიტყვებს მნიშვნელობა - ამაში არ არის არცერთი სიტყვა გადაჭარბებული.



მთელი პოსტსაბჭოთა ოცდაათი წელი მიდიოდა მზადება ამ გადამწყვეტი ბრძოლისთვის.

ახლა ჩვენ ვხედავთ დასავლეთს ხელახლა გადატვირთვის პროცესში.

ყველა სტრატეგია, სქემა, ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია მშიშარა, მოღალატე ან ეგოისტურ უგულვებელყოფაზე, სამუდამოდ დისკრედიტირებულია.


ომის ნისლის ნაცვლად დამაბრმავებელი სიცხადე მოდის.

უკრაინა უხსნის ნიღბებს, აუქმებს ორპირობას, კარნახობს დღის წესრიგს, იქნება ეს გაეროს რეფორმა თუ ევროკავშირის ახალი კონფიგურაცია.

მსოფლიო წესრიგის ახალი დიზაინი დიდი ტანჯვითა და სისხლით იქნება უზრუნველყოფილი.

2023 წელს რუსეთი აღარ არის დიდი ძალა, რომელსაც აქვს "გავლენის სფერო" და გასათვალისწინებელი "ინტერესები".

რუსული სიკვდილის მანქანას ჯერ კიდევ აქვს ფულის მარაგი და რაკეტები, მაგრამ ის განწირულია ლიკვიდაციისთვის.

ბინძური რუსული მილიარდები მალე უნდა დასრულდეს, ამაზრზენი საცეცები, სადაზვერვო ქსელები უნდა გაუქმდეს.


ევფემიზმებმა შესაძლებელი გახადა რუსული ტერორიზმის პათოლოგიური დაუსჯელობა. უკრაინის სამამულო ომის სიმართლე აუქმებს „ჰიბრიდულობას“.

ყველა, ვინც ელოლიავება რუსეთის ე.წ. სამოქალაქო ერთობაზე ოცნებას, ვინც თამაშობს "მცირე საქმეებით", შემოქმედებითი მიღწევებითა თუ გმირული მსხვერპლით, ვინც მუშაობს რუსეთის ნორმალიზაციაზე, ვინც თამაშობს "ნამდვილი სოციოლოგიით" ან საუბრობს "უსაფრთხოების არქიტექტურაზე" რუსული მონაწილეობით - უბრალოდ ემსახურება ბოროტებას !
ახანგრძლივებს იმპერიის ტანჯვას და აყოვნებს უკრაინის დიდ გამარჯვებას, თუნდაც ის იყოს აზროვნების კეთილსინდისიერი მმართველი, თუნდაც რომის პაპი.

რუსოფობია დასავლური ცივილიზაციის ორგანიზმის ერთადერთი შესაძლო ჯანსაღი რეაქციაა.


უკრაინელებს თავიანთ ძალისხმევას რუსული ბოროიტების მიმართ ძალიანაც რომ მოინდომო, ვერ გაუმტყუვნებ. ხალხს, მ რომელსაც ახსოვს რუსეთის მიერ წარმართული გოლოდომორი, რა თქმა უნდა, ვერ დაავიწყებდა ამ საშინელებას ვერც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყურით შეთრევა და ვერც ენერგოდამოკიდებულება. უკრაინელმა ხალხმა მართლაც აჩვენა რუსეთს ერთობისა და წინააღმდეგობის დიდი ძალა. რუსეთში ასე ძალით შეთრეულ ავტონომიებშიც თანდათან იწყება თვითგამოფხიზლების პროცესი. კართაგენი უნდა დაინგრეს, მაგრამ რუსეთი ვერ დაინგრევა... უბრალოდ, უნდა დასუსტდეს, რომ მისი ლაჯებიდან გათავისუფლდეს ყველა მეზობელი სახელმწიფო.

6
260
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
260
  
2023, 17 იანვარი, 9:36
ყველას უჭირდა ქართველთან ბრძოლა,რადგან ღირსება გააჩნდა ქართველს და ყველას უჭირდა.უღირსის დამარცხება ადვილია,უფრო უღირსი სულ დამარცხებულია. უკრაინელები ვერ გაიმარჯვებენ,რადგან უღირსი ერია,ტყვედ ჩავარდნილი ხალხი გააშიშვლეს და ბოძებზე მიაბეს,რაც უღირსი საქციელია. უკრაინას რაც უნდა ის უქნია,ქართველები არიან სადარდებლები,ვინც ამ უღირსობას ტაში დაუკრა. სწორედ ამ დროს,შემოდის საქმეში ნახსენები თორნიკ ერისთავი,სადაც ნაჩვენებია,როგორ უნდა მოექცე ტყვეს და რატომ. ამ ნაწარმოების ავტორსთვისაც იყო მტერი რუსი,მაგრამ ღირსებაზე აკეთებდა აქცენტს.
2023, 17 იანვარი, 9:26
რაც შეეება სტატიას,ნაციზმის ხელშეწყობისთვის,უაზობის გავრცელებისთვის და უბრალოდ მავნებლობისთვის,საყვედურს გიცხადებ და დროა იზრუნო იმაზე,როგორ შეიძლება თავი დააღწიო ნაციზმს. სულ ვფიქრობდი რო ახალი თაობა უფრო მოაზროვნე იქნებოდა,ვიდრე ჩვენ და რაღაცას ახალს მოიფიქრებდა,მაგრამ შევცდი. იმის ნაცვლად,რომ საკუთარი აზრი გაგვაჩნდეს,საკუთარი მომავალი თვითონ გავსაზღვროთ და ამისათვის ვიბრძოლოთ,სხვის ნაფიქრს იმეორებთ. სამწუხაოროა,როცა ელოდები თაობას,რომელიც ქვეყნის და ადამიანის სიყვარულს გამოავლენს,მერე საპირისპიროს ვიგებთ. ვიცი,რომ კითხვა გიყვარს და ბევრსაც კითხულობ,მარა ლევანა ბერძენიშვილივით პირიქით იგებ. გირჩევ,რომ თვალი გადაავლო ქართულ ჩანაწერებს,რათა გაიაზრო,როგორი იყო საქართველო და რიგით ქართველი ისტორიულად. უკვე დროა,გაიაზრო ქართველის რაობა და ის ამბავი,როგორ მოვიდა ეს ქვეყანა აქამდე. მინიშნებას მოგცემ,ეს არ იყო სიძულვილი. აღმაშენებელი ებრძოდა თურქებს და მუსრს ავლებდა,არაბებს კიდევ,მაგრამ სამაგიდო წიგნი იყო ყურანი და არაბებს შეღავათები დაუწესა,როცა თბილისი გაათავისუფლა. ქართველი სარდლებს ახლო აღმოსავლეთში დიდი პატივით ხვდებოდნენ და იერუსალიმში იარაღით გადადგილდებოდნენ. დიდი ალბათობით,წაკითხული გექნება თორნიკ ერისთავი და დროა კიდევ გადაიკითხო. თუ ვერაფერი ვერ გაიგე,თავიდან გადაიკითხე.
2023, 17 იანვარი, 9:12
კიდევ ერთხელ გავმეორდები,რომ მიშამ არა მარტო ადამიანები ხოცა ქუჩებში,მომავალ თაობებს ტვინი გამოურეცხა და მივიღეთ ისეთი თაობა,რომელიც ნაციზმით არის შეპყრბილი. რუსების სიძულვილს ამართლებთ ქვეყნის დაცვის მოტივით,მაგრამ ჯარში წასვლა არ გინდათ და გირჩის საბუთზე მირბიხართ,ბიუჯეტის ხრამუნს არ ეშებით და გამორჩენაზე ხართ.ქვეყანას დაცვა გინდათ და ნატოში შესვლა გინდათ,როცა ჩვენი ისტორიული მტერის წისქვილზე ვასხავთ წყალს. რუსებზე იძახით,მარა არ გახსენდებათ თურქები,ცოტა ხანში ბათუმს დავკარგავთ და მერე იძახეთ პუტინ ხუილო. იგივე აზერბაიჯანი და სომხეთი ავიღოთ,თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები არია,მაშინ რატომ არ დაგვიბრუნეს ჩვენი მიწები,თუნდაც თურქებმა? საქართველოს მტერი და ცუდის მსურველია ყველა,ისტორიულადაც ესე იყო. ჩვენი ქვეყანა ყველას ყელში ეჩხირებოდა რეგიონში და ასეა დღესაც. რიგითი სომეხი,რიგითი აზერი,რიგითი თურქი და რიგითი რუსი ფიქრობს,როგორ მიგვიპყროს და მიგვაჩმოროს. ამიტომაც მოეშვით ამ სიდებილის ძახილს "ჩვენი მეგობარი" ქვეყნები და ქართველი დააფასეთ,შეიყვარეთ. მოვა დრო და ქართველის გარდა გვერდზე არავინ დაგიდგებათ,არც თურქი,არც უკრაინელი და არც რუსი.
2023, 17 იანვარი, 8:59
ადანდალი-დანდალი:) სოციალური მედია და ტექნოლოგიები არ იყო ნაპოლეონის დროს,თორე მაშინაც იტყოდნენ რო რუსეთის დასასრულის დასაწყისი არისო,მარა დაეცა მოსკოვთან ნაპოლეონის ჯარები,მერე თავად ნაპოლეონი და სადღაც ტრ... გაისროლეს პარიზიდან. ისე დაემართებათ ე.წ. ევროპელებს და უკრაინელ "მესიას",ჯერ განწყობა არ არის მომწიფებული,მაგრამ დროის ამბავია. ზოგადად,რაღაცის სურვილმა რეალობის აღქმა არ უნდა დაგვაკარგინოს და უაზრობაში არ უნდა გადავიდეთ.ის რო რუსეთის დამარცხება გვინდა,არ ნიშნავს რო მართლა დამარცხდება და ინდური ფილმი გაგვეჩითება. მე მსურს,რომ რუსეთმა დაახვიოს საქართველოდან და ეს მოხდება მაშინ,როცა ქართველი შეიყვარებს თავის ქვეყანას,არ დაეზარება ბრძოლა და დილას დაიწყებს ქვეყანაზე ფიქრით. რუსეთი დამარცხდება თუ არა ან განადგურდება,არ არის ჩვენი საქმე და არც არასოდეს ყოფილა.ხშირად მითქვამს,რომ ის დამოკიდებულება,რაც საქართველოში და მსოფლიოში არის რუსების მიმართ არის ნაციზმი. თუთაშხიაშია მგონი,მტერს იმიტო კი არ ებრძვი რო გძულს,იმიტო ებრძვი რო შენი ქვეყანა გიყვარს. მე არ მძულს რუსი,ხვალ რო მომადგეს ვიღაც რუსი და თავშესაფარი მთხოვოს,მივცემ და დავაპურებ. თუ ზეგ ომი მოგვიწევს,თვალს არ დავახამხამებ ისე ვესვრი იგივე რუსს,იმიტო კი არა რო მძულს,ჩემი ქვეყნის დასაცავად და სიყვარულისთვის. ის სიძულვილი და რუსოფობია,რასაც ღირებულებებს ეძახით არის გაუკუღმართებული ადამიანების შემოგდებული და მონათა არმია,მათ შორის საქართველოში იმეორებთ ხშირად.თავის დროზე,შავებს მათრახით დასდევდა ევროპა და დღეს მე,ქართველს მთხოვს,შევუერთდე მოძრაობას და მოვიხადო ბოდიში იმის გამო რო მათ გაროზგეს ზანგები. გავა დრო,გააზრება მოხდება და რუსებზეც დაიწყებენ ბოდიშების მოხდას,როგორც ზანგებზე აკეთებენ. თუ იქეთ მივდივართ,რომ პუტინის დანაშაული არის ყველა რუსის დანაშაული,მაშინ ტყუპი შენობების ჩამონგრევა სამართლიანი ყოფილა და ბირლადენი არ ყოფილა დამნაშავე,რადგან ამერიკის მთავრობამ ბევრი ბავშვი მოკლა თავისი ბომბებით ტიგროსე და ეფრატზე.
2023, 15 იანვარი, 20:28
"როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელებმა გააერთიანეს დასავლეთი, გააერთიანეს ევროპა, დაიცვეს ღირებულებები, დაუბრუნეს სიტყვებს მნიშვნელობა " როცა ეს ზელენსკმ თქვა ფიზელი იყო თუ კოქსი ქონდა ნაყნოსი? კოქსი ყვარებია ნამეტნავად. ხო კდევ, ეს ამერიკელები არიან ზელენშკის და ზალუჟნის პირად საბანკო ანგარიშებზე ლაპარაკობენ. სადღაც დაგიწერე საკაშვილმა სხვის დაკრულზე რომ იცეკვა იმიტოა ამ დღეში. ზელენსკიც სხვების დაკრულზე ცეკვავს. https://www.youtube.com/watch?v=8Zjtn82nQ1k&t=0s
2023, 15 იანვარი, 20:07
"რუსოფობია დასავლური ცივილიზაციის ორგანიზმის ერთადერთი შესაძლო ჯანსაღი რეაქციაა."
ყველანაირი ფობია ფსიქიური გადახრაა ამას აღარ უნდა ბევრი ლაი ლაი.
0 1 6