x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
".......ნუ, მთლა უდონობაა, მეც კი ვერ გაგიმეტებთ ასეთი "თავკაცისთვის"- ვისზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი, მწერალი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებს სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება და "ენმ"-ს წევრებს არჩევნების გადადებისკენ მოუწოდებს:


"ნაცებო, გადადეთ არჩევნები.
მაინც ბედობაა და უფასო რჩევა ჩემგან, კი ვიცი ნარკოტიკივით "ზიხართ" ჩემს სტატუსებზე????:
ციხეში ორი "წონიანი"
პატიმარი გყავთ. ერთი ღირსეულად ხვდება ციხის კედლებს,
მეორე ვიპ.პალატასაც თაკილობს,
ერთს არაჩვეულებრივი,
მებრძოლი მეუღლე ყავს, რომელიც ქმრის ერთგული რჩება ნებისმიერ სიტუაცუაში, მეორეს ჰარამ-ხანა "სულთანის" ბეჭდის გადმოგდებას ელის,
რომელი ეახლოს, კონკრეტულ დროს,
საოხრეს დასაზელად(მანამდე ექთნებს თხოვს)
გვარამია ყოფილი პროკურორია და კარგად იცის, რომ ციხეს ორი კარი აქვს და თუ ღირსეულად შეხვედი ერთში, თავაწეული გამოხვალ მეორედან.
მიშას მენტალური კარი საკუთარ თავთან აქვს ჩარაზული,
ეს კი გაცილებით უარესი პრობლემაა.
ნიკას არასოდეს უარყვია საქართველო და საქართველოს მოქალაქეობა,
ექსი კი გაჰკივის არ ვარ ბატონო ქართველიო...
და ბოლოს,
ნიკამ ყველაზე ადრე დაუსვა დიაგნოზი ქალბატონ კელის,
მაშინ როცა მიხეილმა "ფელიჩიტა" ალბანოდან-კონდოლიზამდე გადაიყვლიფა მუხლები:
"არიქა, სიტყვა შემაწიეთ საქართველოს მთავრობასთან, თორემ ჩაგიშვებთ ყველასო"..
და სულ ბოლოს.
ნიკა აუღრესად ზრდილობიანია ციხის თანამშრომლებთან,
ისევე როგორც თავის დროზე ბაჩო ახალაია და მერაბიშვილი, ხოლო სააკაშვილი საკუთარი ფეკალიებით კალათბურთს ათამაშებს მედ.პერსონალს, ამასთან აფურთხებს, აგინებს და დაჭერით ემუქრება.
ასე რომ,
დანახვა უნდა ყველაფერს.
გადადეთ არჩევნები.
მელია "დაიწვა", ხაბე -ნუ, მთლა უდონობაა,
მეც კი ვერ გაგიმეტებთ ასეთი "თავკაცისთვის"( ამ არსებითი სახელის მეორე ნაწილი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ)
მოკლედ, მე მითქვამს...დაელოდეთ ნიკას!- წერს ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 13 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია დაიწყო და ის 26 იანვარს დასრულდება, რის შემდეგაც სპეციალური ჯგუფი, რომელიც თავმჯდომარეობის კანდიდატების წარმომადგენლების მიერ იქნება დაკომპლექტებული, შეისწავლის, არის თუ არა რეგისტრირებული პირი პარტიის რეალური მხარდმაჭერი და ხომ არ ცდილობს ის პროცესის დისკრედიტაციას.


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე კი უშუალოდ ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.


ცნობისთის, "ენმ"-ს თავმჯდომარის არჩევნებში - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მონაწილეობენ.




0
323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
323