სხვა ყველაზე ინტელექტუალური ფოტო სამყაროს ისტორიაში 2023, 15 იანვარი, 1:26 ყველაზე ინტელექტუალური ფოტო სამყაროს ისტორიაში.სოლვეის V კონგრესი, ბრიუსელი. განმეორდება კი ოდესმე ასეთი ტვინების (თან მარტო დიდი მოაზროვნეების კიარა, ასევე მეცნიერებათა ფუძემდებლების) შეკრება რომელიმე კონგრესზე? გაუმართლებს ოდესმე რომელიმე ფოტოხელოვანს და მსგავს კრებულს მოიხელთებს? ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, მედიცინა დეა მრავალი სხვა სფერო სამუდამო ვალშია ამ ადამიანებთან. პესიმისტურად ჟრერდეს იქნებ, მაგრამ ეს აღარასდროს განმეორდება ისევე, როგორც ვერთჰაიმ-კოხ-ბილროთის ეპოქა მიუხედავად იმისა, რომ პროგრესით მივდივართ. ვირუსოლოგიაზე გვეტყობა. ტვინების ამ უნიკალურ ფოტოზე: პირველ რიგში სხედან მარცხნიდან მარჯვნივ – ირვინგ ლენგმიური, მაქს პლანკი, მარია კიური, ჰენდრიკ ლორენცი, ალბერტ აინშტაინი, პოლ ლანჟევენი, შარლ გიუი, ჩარლზ უილსონი, ოუერ რიჩარდსონი. მეორე რიგი: მარცხნიდან მარჯვნივ – პიტერ დებაი, მარტინ კნუდსენი, უილიამ ბრეგი, ჰენდრიკ კრამერსი, პოლ დირაკი, არტურ კომპტონი, ლუი დე ბროილი, მაქს ბორნი, ნილს ბორი. მესამე რიგი: მარცხნიდან მარჯვნივ – ოგიუსტ პიკარი, ემილ ანრიო, პაულ ერენფესტი, ედუარდ გერცენი, თეოფილ დე დონდერი, ერვინ შრედინგერი, ჟიულ ემილ ვერშაფელტი, ვოლფგანგ პაული, ვერნერ ჰაიზენბერგი, რალფ ფულერი, ლეონ ბრილიუენი. თითოეული მათგანი ეპოქის შემქმნელია, 17 კი ნობელის პრემიის ლაურეატი... 222 1-ს მოსწონს
|