x
image
თუთიკო ბერძენა
რა დატოვეს ფაშისტებმა განსაკუთრებული, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას
image
საოცარი ბედის ადამიანისა და დიდი ავსტრიელი ტოპოგრაფ-ანატომის ედუარდ პერნკოფის (1888-1955) (ფოტოზე ტრიბუნასთან დგას) ხელმძღვანელობითა და ვირტუოზი მხატვარ-ანატომების მონაწილეობით შექმნილი ატლასი მთლიანად ეფუძნებოდა გვამის უზუსტეს დამუშავებასა და დეტალიზირებას.
თვითონ წიგნსაც საოცარი ბედი ხვდა წილად.
ითვლება, რომ თანამედროვე ტოპოგრაფიული ანატომია ამ ატლასის გამოსვლით დაიწყო. აღსანიშნავია, რომ პროფესორი პერნკოფი იყო ნაციონალ -სოციალისტი, სს-ის ობერშტურმბანფიურერი, ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი და 1943 წლიდან უნივერსიტეტის რექტორი. იგი მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა ფაშისტური ელიტის ბევრ ჩინოსანთან, მათ შორის, ერნსტ კალტენბრუნერთან. მისი მოღვაწეობის დროს ანატომიურ-სასექციო მუშაობამ სამედიცინო ფაკულტეტზე უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და აქეთკენ ისწრაფოდნენ მომავალი ქირურგები და ანატომები მთელი ავსტრიიდან და ფაშისტური გერმანიიდან.
მოგვიანებით, 50-60-იან წლებში ეს უნიკალური წიგნი, რომელიც ყველა მომდევნო ატლასის ფუნდამენტს და ქირურგების, ორთოპედ-ტრავმატოლოგებისა და ნეიროქირურგების გზამკვლევს წარმოადგენდა, გაკიცხვის საგნად იქცა.
როგორც გაირკვა, მასში მოყვანილი უზუსტესი სურათების შესაქმნელად გამოყენებული იქნა საკონცენტრაციო ბანაკებიდან მოწოდებული დასჯილთა ათასობით გვამი, მათ შორის, ებრაელების, რაც ზოგიერთი ნახატის თავისებურებებითა და ნაცისტური სიმბოლიკის არსებობით დადასტურდა. აღნიშნული გახდა არაერთი სამეცნიერო გამოკვლევისა და სტატიის მიზეზი. მიუხედავად ასეთი რეპუტაციისა, წიგნი მაინც რამდენჯერმე გამოიცა დიდი ფორმატით და დღეს რარიტეტად ითვლება. თვითონ მეცნიერი, მიუხედავად მისი ნაცისტური წარსულისა, გარდაცვალებამდე ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის სრულუფლებიანი წევრი იყო.
1989 წელს გერმანიამ და ამერიკამ ერთობლივად "გაბედეს" მისი გამოცემა, ოღონდ გაფილტრეს ნაცისტური ჩანართებისა და სიმბოლიკისაგან. თუმცა აღნიშნულს ისევ პროტესტი მოჰყვა სამედიცინო წრეებში და მასზე სტატიების გამოქვეყნება არ წყდება დღესაც. (მაგალითად: Eduard Pernkopf: The Nazi book of anatomy still used by surgeons Keiligh Baker 2019).
ამგვარად ეს აღმოჩნდა ამ დიდებული ატლასის ბოლო გამოცემა. ყველა რუსული და ევროპული ცნობილი ატლასი, მათ შორის, თანამედროვე ძვირფასი Color Atlas of Anatomy. A Photographic Study of the Human Body by Johannes W. Rohen, Elke Lütjen-Drecoll, Chichiro Yokochi (2011წ. და შემდეგ) სწორედ პერნკოფის ატლასის ფილოსოფიას ეფუძნება.
2
117
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
117
  
2023, 15 იანვარი, 20:43
ჰო კიდევ თუ წერ სწირად დაწერე. ფაშისტები იყვნენ იტალიელები. გერმანელენი ნაცისტები.
2023, 15 იანვარი, 9:26
ისე ამ ნაცისტებს რო მიედ მოედები. ერთი Generalplan Ost გაეცანი. სტალინი რომ არა შენი ბუნდღა არ იქნებოდა.
0 1 2