x
image
თუთიკო ბერძენა
ქორწინებისას მიბაძეთ არწივებს - სასიძოს საოცარი შერჩევის რიტუალი ფრინველთა მეფისგან
ქორწინება არა მარტო ადამიანებს, არამედ ცოცხალ არსებათა ბევრ ნაირსახეობაში არსებობს ბუნებრივი ინსტიქტების დონეზე. ევოლუციის პარალელურად მეცნიერულმა პროგრესმა და ტექნოლოგიების განვითარებამ ადამიანი ბუნებრივ პროცესებს დააშორა, თუმცა ის აკვირდება ცხოველთა სამყაროს, რომელმაც შემოინახა მისი ევოლუციური წარსული.
image
როდესაც დედალი არწივი გადაწყვეტს, რომ დროა, ოჯახი შექმნას, იგი ნისკარტით მოამტვრევს ხიდან ტოტს და იწყებს მაღალზე ფრენას.
მის გარშემო იკრიბებიან მამალი არწივები, კანდიდატურები
დედალი აკრეფსს სიმაღლეს და უშვებს ნისკარტიდან ტოტს. რომელი მამალი არწივიც მოახერხებს მის ჰაერშივე დაჭერას, მასთან უკან მიტანას და ნისკარტიდან- ნისკარტში გადაცემას, კონკურსს აგრძელებს მხოლოდ ის მამალი.
დედალი ამ მოქმედებას იმეორებს მეორედაც, მესამედაც და ასე ძალიან ბევრჯერ, მამალს ერთხელაც არ უნდა ჩაუვარდეს ტოტი დაბლა, თუ თავს გაართმევს - დედალი ირჩევს მას და შეწყვილდებიან, რატომ აკეთებს ამას დედალი არწივი, მერე გეტყვით.
ისინი ერთად აფრინდებიან კლდეზე და ირჩევენ ადგილს ბუდისთვის, ბუდეს აკეთებენ ხმელი ტოტებით. ის ძალიან მყარი, მაგრამ ხმელი და უხეშია, (ისეთი დიდი და მაგარია ადამიანსაც კი გაუძლებს, ) ამიტომ ორივენი თავისი ნისკარტით საკუთარი სხეულიდან იძრობენ ბუმბულებს (თუ გავითვალისწინებთ, რამსისხო ღერო აქვს მათ ბუმბულს, ალბათ მტკივნეულია) და იქამდე ამოფენენ, სანამ ბუდე რბილი, თბილი და მოხერხებული არ გახდება. მუშაობით რომ დაიღლებიან, ორივენი მაღლა ადიან ჰაერში და ერთმანეთს ლამაზი ფრენით ხიბლავენ,
ასე მომზადებულ ბუდეში დებს კვერცხებს დედალი არწივი და სანამ იგი კვერცხებზე ზის, გამოსაჩეკად, მამალი ახლომახლო ასეთი ლამაზი ფრენით ართობს მას.
მართვეები შიშვლები და უსუსურები იბადებიან, მათ ორივე მშობელი იცავს და იფარავს მზისგან და წვიმისგან, ორივეს მოაქვს მათთვის საჭმელი, ძირითადად თევზი. როცა მართვეები ბუმბულით შეიმოსებიან და ფრენისთვის მომზადებულად ჩათვლიან მშობლები, რადიკალურად იცვლიან მათდამი დამოკიდებულებას, მამალი არწივი იწყებს ბუდის ნჯღრევას იქამდე, სანამ ყველა ბუმბული არ ჩამოცვივა და ხმელი, მოუხერხებელი ბუდე არ დარჩება, დედალი ბუდესთან ახლოს დაჯდება და იწყებს მოპოვებული საკვების შვილების დასანახად ჭამას, მართვეები, რომლებიც აქამდე მშობლებისგან ზრუნვას იყვნენ მიჩვეულნი, გაოგნებულები არიან, მაგრამ არ იციან როგორ მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს შიმშილი აიძულებთ გადმოვიდნენ ბუდიდან, ისინი აკეთებენ იმ მოძრაობებს, რაც მანამდე არასდროს გაუკეთებიათ და ვერც გააკეთებდნენ ვერასდროს, თუკი მშობლები გააგრძელებდნენ მათზე ძველებურად ზრუნვას.
ამოფოფხდებიან მართვეები და რაკი მათი ბუდე კლდის ქიმზეა, (ადვილად რომ ვერ მიუგეს რომელიმე მტაცებელი), ისინი ვარდებიან დაბლა, რადგან არ იციან ჯერ ფრთების გამოყენება და დანიშნულება, აი სწორედ ამ დროს, ხის ტოტით მრავალჯერ გამოცდილი მამა შურდულივით ეშვება ძირს და მისი მართვე მამის ზურგზე აღმოჩნდება. მამა დააბრუნებს ისევ ბუდეში და ასე მეორდება ბევრჯერ, მანამ პატარა არწივებში არ ჩაირთვება ფრთების გაშლის და გამოყენების ინსტინქტი, და მამას ერთი მართვეც არ უნდა ჩაუვარდეს ძირს, ტყუილად კი არ გამოსცადა დედამ, სანამ ცოლად გაჰყვებოდა.

არწივი ფრინველთა მეფეა, ადამიანი კი მთლიანად ცოცხალ არსებათა მეფე. კარგი იქნება, მეფე ჰომო საპიენსმა ფრინველთა მეფისგან ბევრი რამ ისწავლოს
0
469
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0