x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გლადიატორები: რით იყვნენ მეომრები არენის მიღმა დაკავებულები?

image


გლადიატორები - ვინ არიან ისინი? მართალია, მათ შესახებ არაერთი ცნობილი ფილმია გადაღებული, და მრავალი მხატრული ნაწარმოებიც არის დაწერილი, თუმცა ეს ადამიანები მაინც რომანტიკითა და წარსულის საიდუმლოებებით არიან მოცული. სიცოცხლე ტყვეობაში და ბრძოლა სიკვდილამდე, სიმტკიცე და უშიშარი მზერა გარდაუვალი სიკვდილის წინაშე... რისთვის ცხოვრობდნენ და რით იყვნენ ისინი ორთაბრძოლების გარდა დაკავებულები? გლადიატორთა ორი ტიპი არსებობდა, აქედან პირველი იშვიათად ახერხებდა ერთი სისხლიანი ბრძოლის შემდეგ გადარჩენას.



მოკვდავები


image


გლადიატორებად ყალიბდნებოდნენ - მონათა ბაზრიდან გამოსყიდული ღონიერი მონები, სამხედრო ტყვეები და სასტიკი დამნაშავეები. სწორედ მათი განსაზღვრის მომენტიდან იწყებოდა მათთვის სიკვდილის სწრაფი ათვლა. განაჩენი მკაცრი იყო: "ხმლისკენ" - და მაშინ ერთი მოუმზადებელი ადამიანის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე გაწვრთნილი მკვლელი იბრძოდა ან "მხეცისკენ" - და არენაზე ველურ ცხოველებს უშვებდნენ, რომლებსაც სისხლიანი ნადიმის დასაწყებად მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდებოდათ. ასეთ ბრძოლაში გადარჩენის შანსი არ იყო, ეს გახლდათ სანახაობა წინასწარ განსაზღვრული შედეგით.




გლადიატორთა სკოლა


image


მაგრამ იყვნენ ისეთებიც, ვისაც სხვებთან შედარებით უფრო უმართლებდა და პირდაპირ გლადიატორთა სკოლაში ხვდებოდა, სწორედ იქ ჩნდებოდა სიცოცხლის შანსებიც. გლადიატორებს ლუდუსში წვრთნიდნენ, პირველი ორი წარმატებული ბრძოლის შემდეგ კი, მეომარი უკვე საკუთარი კუთხის ღირსი ხდებოდა, რაც საწოლს და მაგიდას გულისხმობდა, მესამე ბრძოლის შემდეგ მათთვის უკვე ფულის გადახდაც დაიწყეს, სხვათაშორის, დამარცხებისთვისაც, ურალოდ ამ შემთხვევაში უფრო ცოტას იხდიდნენ. თანდათან მონობისგან გამოსყიდვის შესაძლებლობა ჩნდებოდა. არენაზე ხუთწლანი გადარჩენის შემდეგ, ნებისმიერი გლადიატორი სრულ თავისუფლებას იღებდა, აღნიშნული კანონი საშიშ დამნაშავეებზეც ვრცელდებოდა.




რუდისი

image


მონობისგან გათავისუფლება ნებისმიერ ბრძოლაში შეიძლებოდა. თამაშის ორგანიზატორს გლადიატორისთვის რუდისის ჩუქება (ხისაგან დამზადებული სიმბოლური ხმალი) შეეძლო, რაც თავისუფლების საჩუქარი იყო. ასე გამოარჩევდნენ ყველაზე ღირსეულებს, ვინც გამბედაობას და გამძლეობას იჩენდა და მაყურებელთა გულებსაც იპყრობდა, მაგრამ მეომარს თავისუფლება ყოველთვის არ სჭირდებოდა. ხშირად, რუდისის მიღების შემდეგ უცხო ქვეყანაში ის უსაქმოდ რჩებოდა. გამომდინარე იქიდან რომ გლადიტორმა მხოლოდ მოკვლა იცოდა, ყოფილი მონა ახალ დანაშაულზე გააზრებულად მიდიოდა და როგორც მსჯავრდებული დამნაშავე კვლავ არენაზე ხვდებოდა.



ცხოვრება არენის მიღმა


image


გლადიატორები სკოლაში ჩაკეტილი მხოლოდ პირველი რამდენიმე ბრძოლა იყვნენ. კარიერულმა წინსვლამ ისინი უფრო მობილური გახადა. მეომრები საბუთს იღებდნენ, რომლის მიხედვითაც მათ დამატებითი ფულის შოვნა და ქალაქში თავისუფლად გადაადგილების უფლება ენიჭებოდათ. მდიდარი რომაელები გამოცდილ მებრძოლებს პერსონალურ მცველებად ან იარაღის გამოყენების ინსტრუქტორებად ქირაობდნენ. ხანდახან არენის მებრძოლებისგან მთელი ბანდებიც კი იქმნებოდა, რომლებსაც პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.








0
321
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
321