x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
კატის უცნაური ლოგიკა, რომელსაც ადამიანი ვერასდროს გაიგებს (25 სახალისო ფოტო)

კატები ისეთი საყვარელი არსებები არიან, რომ მათი ყურებით ნამდვილად არავინ იღლება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რაღაც, განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ისინი უეცრად ძალიან უცნაურად იქცევიან — ფარდებზე ხტუნავენ, საკუთარ კუდს დასდევენ, იმალებიან… აქ წარმოდგენილი ამ ფუმფულა არსებების ფოტოები, იმის ნათელი მტკიცებულებაა, რომ მათი ლოგიკა ადამიანის გონებისთვის შეუცნობელია... და საერთოდაც, არ არის საჭირო მათი გაგება. უბრალოდ, უყურეთ და გაიღიმეთ!


«ეს ბალიში ნამდვილად კარგია, მაგრამ მე აქ მირჩევნია ყოფნა».image


«ვფიქრობ, მიხვდი არა, რომ ახლა ეს პიცა ჩემია».image


როდესაც შინაგანად, ცოტათი ღამურა ხარ...image


«გამარჯობა! მუშაობ? ჩემთან თამაშზე რას იტყვი?»image



შენიღბვა
imageimage


არ მკითხოთ რატომ… უბრალოდ, ასეა საჭიროimage


ვიღაცას ინსტრუქციის წაკითხვა დაავიწყდა...image


მის ზურგს უკან 4 თუთიყუში ზის, ის კი, დახურულ ჟალუზებს უყურებსimage


ვიდრე კატას ძვირიან ავეჯს უყიდით, ჯერ სახლში ყუთები მოძებნეთ...image


ალბათ, ასე უფრო გემრიელია...image


თუ სახლში კატა გყავთ, ინტერიერში მხოლოდ მყარი მასალები უნდა გამოიყენოთimage


«ამის ნაცვლად, უფრო სასარგებლო ნივთი რომ ეყიდათ, არ უნდოდათ?»image


«წყალი პირში რატომ არ ხვდება?»
image


«ძალიან დავიღალე, ძალიან...»image


«ეს ჩემი კარია*... და მნიშვნელობა არა აქვს, დიდი კარი ღიაა, თუ დახურული»image


* კატის კარის გამოგონების საავტორო უფლება ი. ნიუტონს ეკუთვნის. ასეთი კარის გაკეთების იდეა, სწორედ მას გაუჩნდა პირველად. ხოლო, როდესაც მისმა კატამ კნუტები დაყარა, მეცნიერმა კარში კიდევ ერთი ნახვრეტი დაამატა, ოღონდ მომცრო ზომის – კნუტებისთვის. იფიქრა, რომ კატას და კნუტს ერთად მოუნდებოდა გარეთ გასვლა... და ერთ ნახვრეტით, რომ ორივეს შეეძლო სარგებლობა, აზრადაც არ მოსვლია.


«ყველაფერი წესრიგშია, უბრალოდ, ასე ვისვენებ»image


მორიგი მტკიცებულება, რომ კატა — სითხეა...image


«სხვისი საჭმელი უფრო გემრიელია...» – კატები ასე ფიქრობენ. image


ეს ორი თითქმის მიხვდა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ კატის საწოლიimage


ახალი სახლის ათვისება...image


ალბათ, ყველაზე კომფორტული ადგილია სახლში
image


მითხრეს კლავიატყეაზე არ დაჯდეო... და არ დავჯექიimage


კატური ჰიპნოზი: «შენ არ გინდა წიგნის კითხვა. გინდა, რომ შენს საყვარელ კნუტს მოეფერო...»image


ყუთის მძღოლიimage


კატების ზოგიერთი საქციელი ახსნას საერთოდ არ ექვემდებარება და ამის გამო, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს რაღაცის გაფუჭებას, ან ჩვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. მაგრამ, როგორც ირკვევა, მათი საქციელის უმეტესობას ახსნა მაინც აქვს. ამ სტატიაში სწორედ მათ უცნაურობებზე გვექნება საუბარი. მაგ., რატომ გადმოაქვთ მათ ხორცი თეფშიდან იატაკზე, რატომ სვამენ წყალს ონკანიდან ან უნიტაზიდან და რატომ მოაქვთ ნადავლი პატრონისთვის. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* უგემოვნობის და სისულელის ზღვარზე... (20 ფოტო)

* რა იცით საკუთარი ნაკლის შესახებ? – ის ყველა ქალს ერთი აქვს!

* რა უნდა ვიცოდეთ ყიდვა–გაყიდვის შესახებ, რომ არ მოვტყუვდეთ?.. და სხვა სასარგებლო რჩევები

* ზღაპრული პეიზაჟები შიშველი ქალის სხეულზე

* 15 საოცარი რამ და ადგილი, რომელიც რეალურად არსებობს

* ჩვენთვის ნაცნობი... განსხვავებული რაკურსით (20 ფოტო)

* ცხოვრების გაკვეთილები

* საოცარი დამთხვევები, რომლებიც ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სინამდვილეში იყო



0
557
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
557
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0