საქართველო "ბუმერანგად მოვარტყამთ და ვაი დედას ვაძახებინებთ"- რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი 2023, 12 იანვარი, 17:55 "ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ - ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის მიერ პარტიაში დაგეგმილ არჩევნებსა და მასში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:"კაი კაცოზუსტად იგივეს უკეთებს კეზერაშვილი მერაბიშვილთან ერთად ნაცმოძრაობას, რასაც ევროპულ საქართველოში ცდილობდა.იქიდან გიგა ვერ გაწია, მაგრამ დიდი ზიანი მოუტანა მოკლე ვადაში.(გრძელ ვადაში ბუმერანგად მოვარტყამთ და ვაი დედას ვაძახებინებთ)ნაცმოძრაობიდან მელიას გაწევენ თუ არა, ვნახავთ - თუ ბევრი ფული დახარჯეს და ლიდერები მოისყიდეს, სავარაუდოდ გაწევენ. თან მელია უფრო იოლი გასაწევია - უსინდისოა და უსინდისოების მხრიდან უფრო იოლი ჩასაწვავია."- ვკითხულობთ ჩერგოლეიშვილის პოსტში.ცნობისთვის, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, ვანო მერაბიშვილი "ენმ"-ის არჩევნებში მონაწილეობს:"მე მუდმივად ვლაპარაკობდი არაფორმალურ ცენტრზე, საიდანაც იმართება... ვანო მერაბიშვილი, ცხადია, მონაწილეობს ამ [ენმ-ს] არჩევნებში, ოღონდ, ეს არის ადამიანი, რომელიც ირჩევს არა დემოკრატიულ გზას - რომ გამოვიდეს, ღიად ისაუბროს, თავისი ხედვები ღიად წარუდგინოს ქართველ მაყურებელს, ჟურნალისტებს უპასუხოს შეკითხვებზე, მათ შორის, ყველაზე მწვავე შეკითხვებზე, რაც არის იმ მიღწევებზეც, რაც გვქონია სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა გარდაქმნების კუთხით, მაგალითად, პატრულთან, პოლიციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით... ეს კი არ სურთ, ახლა სურთ, რომ ფარდის უკანა მმართველობა იყოს და, რეალურად, პოლიტიკური ტორპედოებით მოახდინონ ოპერირება და ენმ-ზე გავლენების მოხდენა. ეს არის გამორიცხული."- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა "ტვ პირველთან" საუბრისას.1104 შეფასება არ არის |