x
მეტი
  • 21.06.2024
  • სტატია:135509
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509814
"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!”- რას წერს გურამ შეროზია

image


"პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონის გამარჯვებული გურამ შეროზია, ბელგიაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"დიდი ხანია ვითმენ, მაგრამ მაინც უნდა დავწერო!


მთელი ამბები იყო ატეხილი კომენტარებში, ratom glovobt lizas roca amdeni adamiani ixupebaa


დიახ, ლიზამ შეცვალა ეპოქა!


– იბრძოდა მავნე სტერეოტიპების წინააღმდეგ, როცა ეს საშიში იყო და როცა ყველა მის წინააღმდეგ იყო!


– ლამის მთელი ცხოვრება ნეგატივის მოგერიებაში გაატარა და მაინც რჩებოდა ადამიანად


– მან და დედამისმა გვაჩვენეს საოცარი ნიმუში დედა-შვილობის, როგორ შეიძლება შეინარჩუნო სიყვარული და ვერაფერი ჩაგიდგეს შუაში


– მთელი მისი ცხოვრება ბრძოლა იყო და ბევრი მისი მსგავსი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, სიცოცხლეშიც და ღრუბლებში გაფრენის შემდეგაც


– იყო ნიჭიერი ბლოგერი, პაროდისტი, მღეროდა სასიამოვნოდ და ბევრი კუთხით გვაჩვენა თავისი შესაძლებლობები!


ვიღაცას ეწერა და მთელი გულით დავეთანხმე: მგონია, რომ ღმერთი პირველი მას მიიღებს, ვინც ადამიანებმა არ მიიღეს…


მშვიდად განისვენე და მადლობა იმისთვის, რომ ბევრი სინათლე დატოვე…"- ვკითხულობთ გურამ შეროზიას ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა, თუმცა ოფიციალური დადასტურება მხოლოდ 6 იანვარს მოხერხდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე კვლავ უცნობია, თუმცა ჩატარებული კვლევის შედეგად, ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.


ლიზა ქისტაურის ცხედარი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, ჟან დე ვოსლეის ქუჩაზე, ე.წ. არაბების დასახლებაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. ბინაში ლიზა ქისტაური მეგობარ მამაკაცთან ერთად ცხოვრობდა.


როგორც ცნობილია, გვამის იდენტიფიცირება პირველ ეტაპზე, შეუძლებელი აღმოჩნდა. საგამოძიებო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის ლიზას დედა საქართველოდან ბელგიაში ჩავიდა.


ქართველი ტრანსგენდერი ქალი, ლიზა ქისტაური გუშინ, 11 იანვარს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში დაკრძალეს. ლიზა ბოლო გზაზე მისმა ახლობლებმა და მეგორებმა გააცილეს.






0
1412
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1412