სხვა "პატარძლების სკოლა" და რატომ ათხოვებდა ჰიტლერი გოგონებს გარდაცვლილ ჯარისკაცებზე 2023, 11 იანვარი, 16:13 კაიზერ ვილჰელმმა ერთხელ ჩამოაყალიბა „სამი K-ს წესი“ გერმანელი ქალებისთვის: „Kinder, Küche, Kirche“ (ბავშვები, სამზარეულო, ეკლესია). 1934 წელს ჰიტლერმა, ქალთა ნაციონალ-სოციალისტურ ორგანიზაციასთან გამოსვლისას, ოდნავ შეცვალა ფორმულა: "გერმანელი ქალის სამყარო არის მისი ქმარი, მისი ოჯახი, მისი შვილები და მისი სახლი". რაიხის იდეოლოგიამ თავისი რადიკალიზმით განაპირობა ის, რომ ნაცისტების კანონებმა და რეგულაციებმა ქალებთან და ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით გერმანელი გოგონები უბრალოდ ინკუბატორებად აქცია. ჰიტლერი უკიდურესად იყო შობადობის გაზრდით შეპყრობილი („ყოველი ბავშვი არის პირადი საჩუქარი ფიურერისთვის“), მაგრამ ყველას არ ჰქონდა უფლება ჰყოლოდა კანონიერი შვილები. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში ისეთი ქორწინება, რომელიც არღვევს „სისხლის სიწმინდეს“ – არც ებრაელები, არც ბოშები და არც ვინმე სხვა. ასეთი კავშირისგან დაბადებული ბავშვები ავტომატურად ხდებოდნენ გარიყულები. ასევე შეუძლებელი იყო შვილების გაჩენა გონებასუსტებისთვის, ალკოჰოლიკებისთვის, ნარკომანებისთვის, ეპილეფსიით, ფსიქიკური აშლილობებით და დიაბეტით დაავადებულებისათისაც კი. ასეთ ადამიანებს იძულებით ასტერილებდნენ. მაგრამ თუნდაც სუფთა ჯიშის არიელი გოგონას, ფიზიკურად და სულიერად სრულიად ჯანმრთელს, მისთვისაც კი ადვილი არ იყო დედა და ცოლი გამხდარიყო. 1937 წელს ბერლინის მახლობლად გაიხსნა პატარძლების პირველი სკოლა- დაწესებულება, (მთლიანად გაიხსნა 9 მსგავსი სკოლა )რომელიც ამზადებდა იდეალურ ცოლებს იდეალური არიელებისთვის. მოგვიანებით ასეთი სკოლები სხვა ქალაქებშიც გაიხსნა. ესენი იყვნენ სამაგალითო გერმანელი გოგონები, ნამდვილი არეიელები: ჯანმრთელი, მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება. ორი თვის განმავლობაში გოგონებს ასწავლიდნენ სოფლის მეურნეობის საფუძვლებს, დიასახლისობას, გერმანულ ზღაპრებსა და სიმღერებს. ასევე იყო ცეკვები და ფიზიკური აღზრდა. რა თქმა უნდა, არ იყო საუბარი რაიმე სამეცნიერო დისციპლინაზე - ჰიტლერს დისკომფორტს უქმნიდა გოგონები, რომლებსაც შეეძლოთ კრიტიკული აზროვნება. აღსაზრდელებს ფიცი უნდა დაედოთ ადოლფ ჰიტლერის ერთგულებისადმი და შვილები ნაციზმის იდეალებით აღეზარდათ. ამ სკოლის მიერ გაცემული სერტიფიკატი შესაძლებელობას იძლეოდა სასურველი პატარძალი და ნაცისტური ელიტის წარმომადგენელი გამხდარიყო. პრინციპში, ეს იყო ერთადერთი გზა, რომ როგორმე ღირსეული ცხოვრება ჰქონოდათ, რადგან რაიხის ქალებს არ ჰქონდათ წვდომა არც უმაღლეს განათლებაზე და არც რაიმე კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე. ასეთი „სერთიფიცირებული პატარძალი“ ყველა ვერ გახდებოდა. სკოლებში განათლება ფასიანი იყო და ყველა გერმანელი გოგონა ვერ გახდებოდა პერსპექტიული საცოლე. ამ ახალგაზრდა ქალებს ელოდათ მძიმე შრომა სოფლის მეურნეობაში, ან ძიძად და მოსამსახურედ მუშაობა. ხოლო თუ გოგონა 25 წლამდე არ გათხოვდებოდა, ის ვალდებული იყო ქვეყანისთვის სარგებელი მოეტანა შრომითი პირობების შესრულებით - კვირაში მინიმუმ 20 საათი მძიმე ფიზიკური შრომით. ნაცისტური ხელმძღვანელობა ასტიმულირებდა ადრეულ ქორწინებას და მშობიარობას ყველაზე წარმოუდგენელი მეთოდებით. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისთანავე ნებადართული იყო ქორწინება რაიხის დაღუპულ ჯარისკაცებთან. იდეა მარტივი იყო: ქვეყანაში აბორტები აკრძალული იყო და თუ ქალი შემთხვევით დაორსულდებოდა ომიდან არ დაბრუნებული ჯარისკაცისგან, მაშინ მას სირცხვილი უნდა მოეშორებინა და უკვე გარდაცვლილთან დაქორწინებულიყო. დედას უბრალოდ უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ მას ჰქონდა ურთიერთობა გარდაცვლილთან: მეზობლების ჩვენებები, ფოტოები, წერილები და ა.შ. ქორწინება ფორმდებოდა და ქალი იღებდა სამხედრო მოსამსახურის მეუღლის ყველა სარგებელს, მათ შორის სოციალურ დახმარებას ბავშვზე. 1941 წელს გერმანიაში კიდევ ერთი საინტერესო პროექტი, " თორი" დაიწყო. იგი მიზნად ისახავდა ფიურერის "მემკვიდრეების" ჯიშის გამოყვანას. თორი იყო ნაყოფიერების, ჭექა-ქუხილის და ომის უძველესი გერმანული ღმერთი. ისე, იგივე არიული სული. ამ პროექტზე ისაუბრა ყოფილმა SS ობერშტურმფიურერმა ერიხ რუნგემ. პროექტის სპეციალისტებს შორის იყო SS ჯარების სამედიცინო სამსახურის ოფიცერი ალესანდრო ჯოვენესი, რომელმაც ასევე მოგვიანებით ისაუბრა "თორზე". ყველა ექიმი და სამედიცინო პერსონალი საგულდაგულოდ შეარჩია ჰიტლერის მარჯვენა ხელმა რუდოლფ ჰესმა. გეგმის მიხედვით, ალპებში სპეციალური ლაბორატორია სათანადო აღიჭურვა, რათა ქალები ჰიტლერის „ბიოლოგიური მასალით“ გაენაყოფიერებინათ.ამ ამბავში 100-ზე მეტი სუფთა სისხლის "არიელი" იყო ჩართული - ნორვეგიელები და გერმანელები, ვინაიდან ფიურერს ძალიან უყვარდა ვიკინგები. ზუსტად არ არის ცნობილი რამდენი ქალი იყო განაყოფიერებული და რამდენმა შეძლო დაორსულება ამ ამაზრზენი IVF-ის შედეგად, ვინაიდან დოკუმენტები გაანადგურეს და ლაბორატორია ააფეთქეს 1945 წლის მაისში. ქალებმა, სხვათა შორის, არ იცოდნენ, ვინ იყო მათი შვილების ნამდვილი მამა, რადგან უთხრეს, რომ ისინი მონაწილეობდნენ "არიული რასის" ადამიანების გამოყვანის ექსპერიმენტში. რუნგეს განცხადებით.ექსპერიმენტული ბავშვები ადგილობრივ ფერმერებს გადასცეს და მოატყუეს, რომ ისინი თითქოს დაბომბული ბავშვთა სახლიდან იყვნენ. 799 2-ს მოსწონს
|