ფოტოგრაფია ნუთუ მართლა ყველაფერი ასე იყო? - 12 უჩვეულო ფოტო ისტორიიდან 2023, 11 იანვარი, 16:00
ისტორია ალბათ, მეცნიერებათა ნამდვილი დედოფალია - დიდებული ადამიანების აღმოჩენებისა და ცხოვრების შესახებ ხომ ვერავინ გაიგებდა, მათი სახელები ისტორიულ ქრონიკებს რომ არ შემოენახათ, თუმცა წარსულის მთელი თავისი დეტალებით დამახსოვრებას - ცოტა ადამიანი თუ ახერხებს, ვინაიდან მხედველობიდან მაინც გარკვეული დეტალები რჩება. დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ ფაქტების შესახებ ვისაუბრებთ, რაც როგორც მოწინავე ისტორიკოსებს, ასევე საინტერესო ფაქტებით დაინტერესებულ მოყვარულებსაც დაეხმარებათ. წარმოგიდგენთ 12 ყველაზე უცნაურ, თვალწარმტაც და საოცარ ფოტოს სხვადასხვა ეპოქიდან, რომელთა წყალობითაც საბოლოოდ შეძლებთ იმის ნახვას, რაც თვალისგან ყოველთვის იმალებოდა.
მამაკაცი ცოლს მუხლებზე დამხობილი განქორწინების განაცხადის უკან წაღებას სთხოვს, დრამა ჩიკაგოში 1948 წელს განვითარდა.
ბონი პარკერი - სწორედ ის ბონია, რომელიც კლაიდის მეწყვილე გახლდათ. 30-იანი წლების ამ ორი კრიმინალის ისტორია თანამედროვე დროში იქნა რომანტიზებული.
გენერალური მდივნის ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილი, გალინა ბრეჟნევა, მაგიდაზე ყოველგვარი მორიდების გარეშე ცეკვავს.
ციმბირული კომბინიზონი, რომელსაც მე-19 საუკუნეში დათვზე ნადირობისას იცვამდნენ, ასეთი ჩაცმულობა - მართლაც რომ ერთგვარი გამოწვევა იყო.
14 წლის ბიჭს 100 კილოგრამიანი მოტოციკლი თავის მოტოციკლისტთან ერთად დამოუკიდებლად უჭირავს, 1932 წელი.
პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკული არმიის ჯარისკაცებმა პირველი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი მოირგეს, რომელსაც "ბრიუსტერის" ჯავშანს უწოდებდნენ და ის სწორედ ასე გამოიყურებოდა.
უნდა ითქვას რომ მოცურავეებისთვის მაშველი ჟილეტები მათზე უკეთ ნამდვილად არ გამოიყურებოდა, 1925 წელს ჟილეტებს ველოსიპედის საბურავებისგან ამზადებდნენ.
სტივენ ჰოკინგმა ჯიმ კერს ფეხზე გადაუარა, 2003 წელი, მეცნიერი ასე მიზანმიმართულად იქცეოდა, განსაკუთრებით კი მისთვის უსიამოვნო ადამიანებთან მიმართებაში.
ფოტო, სსრკ-ს ისტორიაში პირველი სილამაზის კონკურსიდან. ღონისძიებამ, რომლის სითამამემაც ყველა შოკში ჩააგდო 1988 წელს ჩატარდა.
უცნობია, რამდენად ეფექტური იყო მყვინთავის კოსტიუმები 40-იან წლებში, მაგრამ ისინი მინიმუმ საეჭვოდ გამოიყურებოდა.
მერლინ მონროს კორეაში (1954) გამოსვლა საკმაოდ მასშტაბური გამოვიდა, როგორც ჩანს, ქერა ლამაზმანმა არა მარტო ამერიკა დაიპყრო.
17 წლის ტანმოვარჯიშე ბიანკა პასარგე კატის კოსტიუმში გამოწყობილი ბოთლებზე ცეკვავს, გინახავთ უფრო უცნაური პერფორმანსი?
|