სხვა პრინცი ჰარის მემუარებმა გაყიდვების რეკორდი მოხსნა 2023, 11 იანვარი, 14:40 ![]() წიგნების თაროებზე მოხვედრიდანვე(10 იანვარს) ერთ დღეში გაიყიდა ავტობიოგრაფიის დაახლოებით 400 000 ქაღალდის და ციფრული ასლი, რაც აბსოლუტური რეკორდია არამხატვრული ჟანრის ნაწარმოებისთვის. პრინცის 'სათადარიგოზე" უკეთესად, მხოლოდ წიგნები "ჰარი პოტერის" შესახებ იყიდებოდა, მაგრამ ისინი მემუარების კატეგორიას არ მიეკუთვნებიან. ექსპერტების აზრით, წიგნის დიდი წარმატება განპირობებულია იმით, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი არ არის მიჩვეული სასახლიდან "ჭუჭყიანი თეთრეულის" ამბების გამოტანას და ალბათ, ერთადერთი, ვინც ამას აკეთებდა ჰარიმდე, იყო დედამისი, აწ გარდაცვლილი პრინცესა დიანა, რომელიც ასევე ვერ შეეგუა უინძორის ოჯახს. ![]() ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაქცეული პრინცის აღიარებებმა შეარყიოს ბრიტანეთის ტახტი, მაგრამ მისი ურთიერთობა მამასთან, მეფე ჩარლზ III-თან და ტახტის მემკვიდრე უფროს ძმასთან, უილიამთან, შეიძლება საბოლოოდ გაფუჭებულად ჩაითვალოს.აკი მემუარებში მან ხომ თავის ძმას "მოსისხლე მტერი" უწოდა. გააგრძელე ამავე თემაზე:25 გვამი, გაყინული პენისი და ხანშიშესული საყვარელი - პრინცი ჰარის მემუარებმა სკანდალი გამოიწვია 95 2-ს მოსწონს
|