x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
მეცნიერებმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი დაასახელეს. ვინ არის ის?

image


ადამიანებმა სილამაზეზე ფიქრი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყეს, როდესაც საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს, სახლებსა თუ საბრძოლო იარაღს უცნაური ორნამენტებით აფორმებდნენ. სილამაზის პოვნისა და შეცნობის სურვილი ადამიანებს ხელოვნების შექმნისკენ უბიძგებს. მხატვრები, მუსიკოსები, არქიტექტორები - ისინი ყველა სილამაზის მარადიულ ძიებაში არიან.


image


თუ ისტორიას მივუბრუნდებით, დავინახავთ, რომ ადამიანების წარმოდგენა სილამაზეზე, კერძოდ, კი ადამიანის სხეულის სილამაზზე დროსთან ერთად იცვლებოდა. ასე, მაგალითად, ძველ საბერძნეთში ლამაზად ათლეტური აღნაგობის სხეულს თვლიდნენ. რენესანსის ეპოქაში კი, პირიქით, ქალებს ფუმფულა ფორმებით გამოსახავდნენ.


image

დღეს "მაღალი მოდა" ქალის სილამაზის სტანდარტად ძალიან გამხდარ, მაღალ, ვიწრო წელიან და გრძელ ფეხება ქალს აღიარებს. მაგრამ ასეა თუ არა ეს რეალურად?


image


ტეხასელმა მეცნიერებმა ტესტირების ჩატარება გადაწყვიტეს, რათა გაერკვიათ მამაკაცები ქალის სხეულის რა პროპორციებს მიიჩნევენ ყველაზე მიმზიდველად. კვლევა რამდენიმე პარამეტრს მოიცავდა: წონას, სიმაღლეს, სახის ფორმას, თმის სიგრძესა და ფერს. მიღებული შედეგების მიხედვით, მეცნიერებმა ყველაზე ლამაზი სხეულის მქონე ქალი აირჩიეს. ის ბრიტანელი მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი აღმოჩნდა. სხვათა შორის, კელი აშკარად არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოდის კრიტერიუმებს და საკმაოდ მადისაღმძვრელი ფორმებითაც გამოირჩევა. გამოდის, რომ ბევრ მამაკაცს სწორედ სრული აღნაგობის ქალები მოსწონს.


image


როგორც თავად მსახიობმა აღიარა, სკოლის წლებში ის ხშირად იყო თანაკლასელების მხრიდან დაცინვის ობიექტი, მიზეზი კი მისი ზედმეტი წონა გახლდათ, რაც შეეხება მოდელობას ის მოდელი მალევე არ გამხდარა. სააგენტოები გოგონას უარს ეუბნებოდნენ, მიზეზად კი მოდელობისთვის მის შეუფერებელ წონას ასახელებდნენ, მაგრამ კელი გახდომაზე არც კი ფიქრობდა, პირიქით - მან რამდენიმე კილოგრამიც კი მოიმატა და პლუს- ზომის მოდელი გახდა.


image


კელი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია, მას მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარი ფოტოებით ხშირად ანებივრებს. მუდმივად დიეტაზე მყოფი გამხდარი მოდელებისგან განსხვავებით კელი ბრუკი საკუთარ თავს საკვებზე უარს არასდროს ეუბნება და გემრიელადაც გეახლებათ. დღესდღეობით, მოდელი თავისი გარეგნობით 100 % კმაყოფილია და არანაირი კომპლექსიც არ აწუხებს.


image





0
1996
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1996