x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ამერიკაში 40 წლის ჩადენილი მკვლელობა გახსნეს
image

ამერიკელ ჰოვარდ ბრედბერს 1982 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის 25 წელი მიუსაჯეს.


შეერთებულ შტატებში, 64 წლის ჰოვარდ ბრედბერი მერილენდიდან 25 წლით ციხეში გაუშვეს1982 წლის გაზაფხულზე ქალაქ კოლუმბიაში ჩადენილი მკვლელობისთვის. ამის შესახებ True Crime Daily იუწყება.


28 წლის ლენი ლი მაკგადნი გაიტაცეს სასურსათო მაღაზიისკენ მიმავალ გზაზე 1982 წლის 29 მარტს. რამდენიმე საათის შემდეგ მისი ცხედარი უკაცრიელ ადგილზე იპოვეს. ოთხი შვილის დედა გააუპატიურეს და დანით მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ გატაცებას რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები შეესწრო, პოლიციამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება ვერ შეძლო და საქმე მალევე დაიხურა.



თუმცა, მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი იყო რამდენიმე ნივთმტკიცება, რომელიც, გამომძიებლების თქმით, დანაშაულის ჩამდენს ეკუთვნოდა.


ამ ნივთებიდან მიღებული დნმ-ის ანალიზების შემდეგ, 2021 წელს, დეტექტივები გავიდნენ ჰოვარდ ბრედბერის კვალზე, რომელმაც 40 წლის წინ ჩაიდინა მკვლელობა.


2022 წლის ივლისში ბრედბერი დათანხმდა ე.წ. ელფროდის აღიარებას .სავარაუდო დამნაშავესა და სასამართლო ხელისუფლებას შორის ამ შეთანხმების არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირველი არ აღიარებს ბრალს, მაგრამ თანახმაა, რომ პროკურატურას აქვს საკმარისი მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.


5 იანვარს 64 წლის პატიმარს განზრახ მკვლელობისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


სახელმწიფო პროკურორმა რიჩ გიბსონმა განაცხადა: "ლენი ლი მაკგდნის სასტიკმა მკვლელობამ სამუდამოდ დაარღვია მისი ოჯახი და 40 წლის განმავლობაში საქმეში ძალიან ცოტა სამხილები იყო და არავინ აგო პასუხი ამ უაზრო მკლელობის გამო"


გიბსონმა განაგრძო: ”მინდა მადლობა გადავუხადო ჰოვარდის ოლქის პოლიციას და ჩვენს პროკურორებს ამ საქმეზე ასე გულმოდგინედ მუშაობსითვის. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი განაჩენი ვერ დააბრუნებს ამ ოჯახის მატრიარქს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ საქმის დახურვა უზრუნველყოფს იმის ცოდნას მის ოთხი შვილისთვის, 22 შვილიშვილისთვის და ოთხი შვილთაშვილისთვის, რომ ბრედბერი მთელ სიცოცხლეს ციხეში გაატარებს იმ საზარელი დანაშაულისთვის, რამაც უდანაშულო ქალის სიცოცხლე შეიწირა“.



3
267
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
2023, 13 იანვარი, 22:59
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 10 იანვარი, 22:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 18:54
:-(
0 1 3