x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
20 რამ, რაც ამერიკელი ხალხისთვის სრულიად ნორმალურია, უცხოელებისთვის კი შოკი

image
ხმამაღალი სიცილი, საკვების გიგანტური პორციები, ძვირადღირებული წამლები და სახლში ფეხსაცმლით სიარული - ამ ყველაფრის გამო არც ერთ ამერიკელ წარბს არ შეარხევს, მაგრამ სრუულიად სხვა აზრი აქვთ აშშ-ში ჩასულ ემიგრანტებს, რომლებსაც ახალ ჩვეულებებთან შეჩვევა უწევთ. Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა დასვა კითხვა: „არაამერიკელებს, რომლებიც გადავიდნენ აშშ-ში, რომელ სოციალურ ჩვეულებებსა და ნორმებთან შეგუება გაგიჭირდათ ყველაზე მეტად?“- აი პასუხებიც:

1. "ჯერ კიდევ მიკვირს, რომ ჯანდაცვა უფასო არ არის და ადამიანები რეალურად კოტრდებიან სამედიცინო გადასახადების გამო"image

2. "გაკვირვებული ვარ შრომის კულტურის გამო! აშშ-ში დასაქმებულთა 25%-ს არ აქვს შვებულება და თქვენი დამსაქმებელი წყვეტს, გაქვთ თუ არა შვებულების უფლება."image

3. "ერთგულების ფუცი. ფაქტობრივადბარც ერთი ქვეყანა, სადაც ვყოფილვარ, ამას არ აკეთებს! ეს ასე უცნაური და უჩვეულოა"image

4. "ისინი ამბობენ "მე ირლანდიელი ვარ", მაგრამ არც ისინი ყოფილან ირლანდიაში და არც მათი მშობლები"image

5. "უცნობები გეკითხებიან, რომელ ეკლესიაში დადიხართ. აქ არც ისე მნიშვნელოვანია მორწმუნე ხართ თუ არა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ხალხს აცნობოთ თუ რამდენად გწამთ."image

6. “აქ მიღებული არაა ფეხსაცმლის გახდა სახლში შესვლისას, თავს ბარბაროსად ვგრძნობ ხოლმე"image

7. "მათი საკვების პორციები რესტორანში და სახლშიც კი უზარმაზარია! გასაგებია, რატომ არის ბევრი ამერიკელი ჭარბწონიანი"image

8. “ეკითხებიან ერთმანეთს “სალამი, როგორ ხარ?'' და პასუხს არც ისმენენ"image

9. "აშშ-ში ნორმაა ჩაის მიცემა ყველგან, თანაც დიდი თანხის. როგორც ავსტრალიელი, მე არ ვარ მიჩვეული ამას და თანხას ვუტოვებ მხოლოდ მაშინ, როცა მომსახურებამ ან საკვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა"image

10. „ადამიანები ამაყობენ იმით, რომ ჯანმრთელები არ არიან, უგულებელყოფენ სერიოზულ სიმპტომებს, ამაყად ჭამენ მავნე საკვებს და არ ვარჯიშობენ პრინციპულად. თქვენ უნდა იყოთ ძალიან მაგარი ან ძალიან სულელი, რომ გააკეთოთ ეს, როცა ცხოვრობთ ქვეყანაში ყველაზე ძვირადღირებული ჯანდაცვის სისტემით ."image

11. “ძალიან დიდი ჭრილებია საპირფარეშოს კაბინებში, ეს მაგიჟებს''image

12. “სხვა ქვეყანაში, თუკი პოლიცია გაჩერებთ, მანქანიდან გადმოდიხართ და პოლიციელთან მიდიხართ საბუთებით. შოკში ჩავვარდი, როცა მანქანიდან გადავედი და უკან ჩაჯდომა მიბრძანეს''image

13. "აქ ხალხი ხშირად იყენებს ყალბ დამამშვიდებელ ხმას. მე არ ვარ ბავშვი, რომელიც დედას ეძებს; ილაპარაკე ნორმალური ადამიანივით"image

14. "ფუნტი. უნცია. მილები. იარდები. ვერასოდეს გავიგებ."image

15. „დიდი ბრიტანეთის პაბებში ალკოჰოლის ყიდვა და დალევა ნებადართულია 18 წლიდან. ამერიკაში ყოფნისას მინდოდა მამაჩემისთვის ბარიდან ერთი ბოთლი ლუდი მიმეცა და ბარმენმა ყვირილი დამიწყო და მითხრა უკან დამედო, რადგან 21 წლის არ ვიყავი"image

16. "ძნელია შეერთებულ შტატებში მეგობრების შეძენა. საკმაოდ მარტივი ჩანდა, საიდანაც მოვედი (მე ევროპიდან ვარ), მაგრამ აშშ-ში 20 წლის ცხოვრების შემდეგ მე ჯერ კიდევ არ მყავს მეგობრები"image

17. "ფასი არ აჩვენებს საქონლის რეალურ ღირებულებას. როდესაც მიხვალთ სალაროში, გაგიკვირდებათ, როცა იმაზე მეთ თანხას მოგთხოვენ, ვიდრე, ვიდრე მითითებული იყო. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ გადასახადი არ შედის ფასში. "image

18. "აქ ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის სული და შემართება. ჩემს ძველ სკოლაში, ინდოეთში, სპორტს ასე სერიოზულად არავინ უყურებდა"image

19. "ხალხი ამბობს, რომ ისინი ილოცებენ შენთვის. ან შეურაცხყოფას გაყენებენ იმის თქმით, რომ შენთვის უნდა ილოცონ, ან ცდილობენ თანაგრძნობის გამოხატვას, როდესაც მათ სევდიანი/სამწუხარო სიტუაციის შესახებ უყვებიან."image

20. "ახალგაზრდები მათზე ბევრად უფროსებს მხოლოდ სახელით ეძახიან. მე ამას არ ვარ მიჩვეული, ამიტომ ყოველთვის ვამატებ ბატონს ან ქალბატონს, თუნდაც ვიცნობდე ამ ადამიანს"image

1
297
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
297
  
2023, 10 იანვარი, 22:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1