x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გამოაჩინო ლამაზი ფეხები - როგორ ჩააცვა მერი კუანტმა მთელს მსოფლიოს მოკლე კაბები
image

მოკლე კაბამ, რომელიც ძლივს ფარავს ბარძაყის ზედა ნაწილს, აგერ უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია დაიპყრო მსოფლიო მოდის ინდუსტრია. მაგრამ, ძალიან ცოტამ თუ იცის ვინ არის ამ თამამი გამოგონების ავტორი. "საუკუნის სიგიჟე" შექმნა ჯერ კიდევ რთულ 50-იან წლებშიც ინგლისელმა მერი კუანტმა.



წინა ისტორია



მერი არასოდეს ყოფილა სტანდარტული ახალგაზრდა ქალბატონი. გოგონა გაიზარდა, როგორც თავისუფლებისმოყვარე ადამიანი. მას მოსწონდა ყველაფერი, რაც იყო ახალი, შოკისმომგვრელი და ეპატაჟური, ისეთი ფენომენი, რომელიც სხვაგან არსად არ მოიძებნებოდა . რაც ეხებოდა მოდას, ანუ ქალის ტანსაცმელს. დიდ ბრიტანეთში ნისლიანი და მოქუფრული ამინდი, რომელიც წელიწადის უმეტეს დროს იყო, ყოველთვის დისკომფორტს უქმნიდა ძირძველ ლონდონელ მერი კუანტს.


image


ის ხედავდა, თუ როგორი მოსაწყენი, ერთფეროვანი, მუქი და დამთრგუნველი ნაცრისფერი ტონებში იცვამდნენ ლონდონელი ქალბატონები. ამან გოგონაში პროტესტი გამოიწვია და ის, თავის მხრივ ნათელ ფერებში, მიმზიდველად და უჩვეულოდ იცვამდა .

image

კოლეჯის დამთავრების შემდეგ (ილუსტრაციის ბაკალავრის ხარისხით) იგი ჩაეფლო ქალთა დიზაინისა და ჭრა-კერვის უკიდეგანო ოკეანეში. თავდაპირველად, იგი ეძებდა რაღაც უცნაურ ფასონებს მეორადი ტანსაცმლის ბაზრობაზე და გადააკეთებდა ხოლმე საკუთარი გემოვნებით. შემდეგ იგი გადავიდა ძიების ახალ რაუნდზე, როგორც მოდის დიზაინერი


მან დაიწყო დედაქალაქის პრესტიჟული უბნების მონახულება, სადაც ახალგაზრდა არისტოკრატები, მდიდრულად და ელეგანტურად ჩაცმულებს აკვირდებოდა.


კუანტი აკვირდებოდა მათ ჩაცმულობას და ყველაფერი საინტერესოს ინიშნავდა ალბომში;


მაგრამ, ყველასთვის და უპირველეს ყოვლისა თავისთვის აღმოჩენა იყო ის, რომ გოგონა ქუჩებში შეამჩნია ზოგიერთის კაბის კალთები ოდნავ დამოკლებული ჰქონდათ ოდნავ მუხლებს ზემოთ. ზოგიერთი მხოლოდ მუხლებიდან მაღლაა. ამ სიახლემ ბიძგი მისცა „მინი კაბას“ ინოვაციური ხაზის წარმოება-რეალიზაციას. ამ დროისთვის მერი უკვე გათხოვილი იყო და ქმართან ერთად გახსნა მაღაზია / ატელიე / სალონი.

image
image


სწორედ მერი ფლობდა "მინი-კაბის" პირველ საავტორო უფლებებს .ასევე სწორედ მან მოიფიქრა ელეგანტური, გაჭვირვალე მბზინავი საწვიმარი ყველანაირი ფერებით (სხვათა შორის, ასეთ საწვიმრებს თაყვანს სცემდნენ ისეთი კინოვარსკვლავები, როგორებიც იყვნენ ოდრი ჰეპბერნი, ვივიენ ლი და ბრიჟიტ ბარდო ).

image

მას გაუჩნდა იდეა მოექსოვა მოტკეცილი სვიტერები "კისრიანი" საყელოთი, რომელსაც "როლინგებს" უწოდებდნენ ჩვენში.


კუანტი ამაზე არ შეჩერებულა . ნიჭიერი დიზაინერი უფრო შორს წავიდა. გამოდის შემდეგი ხაზები - ფეხსაცმელი ქუსლების გარეშე და სქელი ძირებით, ასევე მრავალფეროვანი ძალიან მოკლე შორტები (Hotpants)


image

2
325
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
325
  
2023, 13 იანვარი, 22:56
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
2023, 11 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2