x
image
თეონა გორდეზიანი
რა შედეგი მოყვა სტალინის გეგმას უკრაინული პატრიოტიზმის გასანადგურებლად ...
უკრაინაში ხელოვნურად ორგანიზებულ მასობრივ შიმშილს 1932-33 წლებში 4 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.
მოსკოვი, კრემლი.
1928 წელი.
იოსებ სტალინი უკრაინის ცეკას მდივან პაველ პოსტიშევს გულთბილად შეხვდა: - ამხანაგი კაგანოვიჩი გვატყობინებს, რომ უკრაინაში ნაციონალიზმი ძლიერდება, - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა, - თქვენ რას მეტყვით ამაზე? (...) თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს უკრაინული ნაციონალიზმის გასანადგურებლად?
- უნდა განადგურდეს სოციალური ბაზა, რომელსაც ნაციონალიზმი ეყრდნობა. ეს არის ავტოკეფალიური ეკლესია, ე.წ. "ნაციონალური ინტელიგენცია", კულაკობა, აგრეთვე პარტიაში შემომძვრალი შოვინისტები.
უკრაინული ნაციონალიზმის "დანაშაული"
(...)
სტალინს იმპერიის შენარჩუნებისათვის რამე უნდა ეღონა. მანაც უკრაინული პატრიოტიზმის განადგურების სატანური გეგმა შეიმუშავა.
სტალინი დარტყმისთვის ემზადება
იდგა 1929 წელი. თავდაპირველად სამღვდელოება, ძველი ინტელიგენცია და შეძლებული გლეხობა დააპატიმრეს. მეცნიერებათა აკადემია დაიხურა, მისი ხელმძღვანელობის დიდი ნაწილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, ავტოკეფალიურმა ეკლესიამ არსებობა შეწყვიტა. ჩეკისტების ზედამხედველობით გაიმართა სინოდის სხდომა, სადაც რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეერთება გადაწყდა.
დიდი შიმშილის წინა პირობა
1931 წლიდან საყოველთაო კოლექტივიზაცია დაიწყო. შეიარაღებული წითელარმიელები ან ჩეკისტები გლეხების ქოხებში იჭრებოდნენ, გადამალულ ხორბალს პოულობდნენ და მიჰქონდათ. ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევდა, იქვე ხვრეტდნენ.
უკრაინული ავტოკეფალიური ეკლესია, რომელსაც უკრაინულ სოფლებში უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა, აღარ არსებობდა, ინტელიგენციის ყველაზე მებრძოლი ნაწილიც დაპატიმრებული იყო, ამიტომ სახელმწიფო ადვილად ახშობდა გლეხთა სტიქიურ გამოსვლებს. 1932 წელს მასობრივი შიმშილი დაიწყო.
გოლოდომორი
მიკოლა სკრიპნიკი უკრაინული პარტიული ზედაფენის იმ მცირერიცხოვან ნაწილს ეკუთვნოდა, რომელიც ქვეყნის გადარჩენას ცდილობდა, თუმცა, მას არ ეყო გამბედაობა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. სკრიპნიკმა მხოლოდ ის გაბედა, რომ მოსკოვში გაემგზავრა სტალინის დასაყოლიებლად, არ დაეღუპა უკრაინა, მაგრამ სტალინმა არც კი მიიღო. ხარკოვში დაბრუნებულს რამდენიმე თანამოაზრე დაპატიმრებული დახვდა. სკრიპნიკმა მათი გათავისუფლება სცადა, მაგრამ ამაოდ. სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა.
გლეხობა შიმშილით სულს ღაფავდა. საბჭოთა კავშირის ქალაქები გაივსო მშიერი, უსახლკარო და ულუკმაპუროდ დარჩენილი უკრაინელებით, რომელთაც მილიცია მაწანწალობისთვის აპატიმრებდა. დაიწყო კანიბალიზმი. ინფორმაციამ უკრაინაში შიმშილის შესახებ დასავლეთშიც გაჟონა. "ტაიმსსა" და სხვა ცნობილ გაზეთებში დაიბეჭდა სტატიები. უკრაინელმა ემიგრანტებმა თანამემამულეთა დასახმარებლად ხორბლით დატვირთული ვაგონები გამოგზავნეს, მაგრამ სტალინის ბრძანებით, \ არც ერთი მათგანი უკრაინაში არ შეუშვეს.
- უკრაინაში შიმშილობა არ არის! ასეთ ზღაპრებს ანტისაბჭოთა პროპაგანდა თხზავს, - აცხადებდა საბჭოთა მთავრობა.
.......
ლვოვი, 1933 წელი. პოლონეთში საბჭოთა საელჩოს კარს ბრგე ახალგაზრდა მიადგა. მცველმა ჰკითხა:
- ვინ გნებავთ?
- ამხანაგ მაილოვის ნახვა მინდა.
- მობრძანდით.
ალექსეი მაილოვი დიპლომატის სახელს ამოფარებული გპუ-ს თანამშრომელი გახლდათ. მაილოვი სტუმარს გულთბილად შეხვდა, ხელი ჩამოართვა და სავარძელზე მიუთითა:
- დაბრძანდით.
ახალგაზრდამ ელვისებური სისწრაფით იძრო რევოლვერი. გაისმა სროლის ხმა. მაილოვმა ამოიკვნესა და დაეცა. საელჩოში ალიაქოთი ატყდა. მომღიმარმა მკვლელმა რევოლვერი მაილოვის გასისხლიანებული გვამის გვერდით დააგდო. პოლიცია რამდენიმე წუთში მოვიდა. ახალგაზრდას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პოლიციელებს უფლება მისცა, მისთვის ხელბორკილი დაედოთ.
- ესეც ასე!
მაილოვის მკვლელი პოლონური დეფენზივას (საიდუმლო პილიცია) ლვოვის განყოფილების უფროსმა კაზიმირ ფშიგოდამ დაჰკითხა. ახალგაზრდამ მას განუცხადა:
- ჩემი სახელია მიკოლა ლემიკი. უკრაინელ ნაციონალისტთა ორგანიზაციის წევრი ვარ.
- მაილოვს რატომ ესროლე?
- ეს არის იმ გენოციდის პასუხი, რაც რუსეთმა უკრაინაში დაატრიალა!
ლემიკი ლვოვში გაასამართლეს. ამ დღეს უკრაინელი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოვიდა, რათა მაილოვის მკვლელისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა. პოლონეთს რუსეთთან ურთიერთობის გართულება არ სურდა და სასამართლომ ლემიკს სიკვდილი მიუსაჯა. დემონსტრაციები არ წყდებოდა. ბოლოს პოლონელებმა უკან დაიხიეს და ლემიკს სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს. ციხეს მან მხოლოდ 1939 წელს დააღწია თავი, როცა ჰიტლერელთა დარტყმების შედეგად პოლონეთი დაეცა. 1941 წლის შემოდგომაზე ლემიკი მირგოროდში ჩავიდა, სადაც ბანდერელთა იატაკქვეშა ორგანიზაცია შექმნა. მისი მიზანი იყო ბრძოლა როგორც გერმანელი, ასევე საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ. გესტაპომ ლემიკი დააპატიმრა და სიკვდილით დასაჯა.
უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლვოვში მიკოლა ლემიკის ძეგლი სწორედ იმ შენობის წინ აღიმართა, სადაც ოდესღაც პოლონეთში საბჭოთა საელჩო იყო განთავსებული და სადაც ლემიკმა მაილოვს ანგარიში გაუსწორა.
- 1932-33 წლებში უკრაინაში 4 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა - ასეთია თანამედროვე მკვლევართა მონაცემები.
მიუხედავად ყველაფრისა, სტალინმა უკრაინული ნაციონალიზმის მოსპობა მაინც ვერ შეძლო. ეროვნული მოძრაობა იატაკქვეშეთში გადავიდა.
image
ნიკა თევზაძე
ჟურნალი "ისტორიანი"
5
464
2-ს არ მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
464
  
2023, 9 იანვარი, 10:53
თეონა,ხედავთ,რომ უკვე ბევრმა გამოგიჭირათ,თქვენი სტატიები დამახინჯებულია და შეიცავს ბევრ ცრუ ინფორმაციას. ვაპირებდი,დამეწერა რო ტყუილი ამბავზე აგებული უაზრობაათქო,მარა ითქვა უკვე და აღარ გავმეორდები. თუ აპირებთ,რომ გაგრძელოთ სტატიების გამოქვეყნება,მეტი პასუხიმგებლობა გმართებთ და მეტად უნდა გაიაზროთ,რას წერთ ან აქვეყნებთ.ფული მნიშვნელოვანია,მაგრამ მისთვის ყველაფერი არ უნდა იკადროს ადამიანმა. ან რა ფული,კაპიკებს იღებთ ალბათ და ამ კაპიკებისთვის ღირს ასეთი რაღაცის გაკეთება? რავი რა,გვითხარით,რამდენს გამოიმუშავებთ საშუალოდ ერთ სტატიაში და ჩვენ ჩაგირიცხავთ მაგ ფულს. საშვილიშვილო საქმეს გავაკეთებთ,ერთი მავნებელით ნაკლები იქნება,უფრო სწორად უვიცობით გამოწვეულ მავნებლობას აღარ ექნება ადგილი.
2023, 9 იანვარი, 4:39
"იოსებ სტალინი უკრაინის ცეკას მდივან პაველ პოსტიშევს გულთბილად შეხვდა: - ამხანაგი კაგანოვიჩი გვატყობინებს, რომ უკრაინაში ნაციონალიზმი ძლიერდება, - სტალინმა ჩიბუხს მოუკიდა, - თქვენ რას მეტყვით ამაზე? (...) თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს უკრაინული ნაციონალიზმის გასანადგურებლად?
- უნდა განადგურდეს სოციალური ბაზა, რომელსაც ნაციონალიზმი ეყრდნობა. ეს არის ავტოკეფალიური ეკლესია, ე.წ. "ნაციონალური ინტელიგენცია", კულაკობა, აგრეთვე პარტიაში შემომძვრალი შოვინისტები." ასეთ იდიოტობებზე მაგრად მეცინება. ეს დიალოგი ვინ მოისმინა? ალბათ ღრმად პატივცემულმა ნიკა თევზაძემ. მაგ წლებში შიმშილობა იყო ყაზახეთშიც და აშშ-შიც მიზეზი იყო მოუსავლიანობა.

https://cont.ws/@re1x4fhvvh6j4/671031

გოლოდამორი ბრიტანელების შემოგდებული ტერმინია რომ დაემალათ თავიანთი ბოროტება ინდოეთში ჩადენილი. სატატიას სურათი რომ ახლავს მაგ სურათზე ინდოელები არიან და არა უკრაინელები. სურათი გადაღებულია 1877 წელს ინდოეთში.

https://en.wikipedia.org/wiki/Famine_in_India

გორდეზიანი კოპი პეისტის კეთებას შენ თვითონ რომ მიგუგლო მოგუგლო არაა?
2023, 8 იანვარი, 21:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 8 იანვარი, 21:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5