x
image
თეონა გორდეზიანი
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართოლომ უდანაშუალოდ ცნო
გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართოლომ უდანაშუალოდ ცნო.

აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულ სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

image

0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0