x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ახალი დეტალები გიორგი (ლიზა) ქისტაურის გაუჩინარების შესახებ - ვინ არის მოკლული?
image


"ტვ პირველი" გუშინ ამტკიცებდა, რომ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცნობილი ქართველი ტრანსგენდერი, ლიზა ქისტაური მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის სავარაუდოდ მისმა შეყვარებულმა გაიმეტა. ირკვევა, რომ 26 დეკემბრის შემდეგ ქისტაური და მისი შეყვარებული გაუჩინარდნენ, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. დედას კი რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შვილის ნაწამები ცხედრის ფოტოები ამოსაცნობად გამოუგზავნეს.ახალგაზრდა ტრანსგენდერი სასტიკად არის ნაცემი და მის ცხედარს უამრავი დაზიანება აღენიშნება.

.

ქისტაურის დედა ორი დღეა ბელგიაში გაფრინდა. თუმცა ოჯახი გარდაცვალებას არ ადასტურებს. მათი განმარტებით, ცხედრის სურათებიც ნახეს და ამოცნობაზეც იყვნენ, თუმცა ცხედარი ლიზას არ ეკუთვნის და მისი მეგობარია გარდაცვლილი. ერთერთი ვერსიით ქისტაურმა გაქცევა და მიმალვა შეძლო. მისი ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ქისტაური მანამდე არ გამოჩნდება, სანამ ბელგიის პოლიცია მკვლელს არ დააკავებს.


.

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან" მის­მა დე­დამ ეს ინ­ფორ­მა­ცია უარ­ყო.


"რა სი­სუ­ლე­ლე­ებს წერთ?! სა­ი­დან მო­გაქვთ ეს ინ­ფორ­მა­ცია?! წყა­რო გა­მა­გე­ბი­ნეთ, იქ­ნებ მეც გა­ვი­გო და ვთქვა, მკვდა­რი ყო­ფი­ლა ჩემი შვი­ლი. მე ვერ ვი­ძა­ხი ამას. თქვენ რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ ასე გა­მე­ტე­ბით ილა­პა­რა­კოთ?!“ - გა­ნა­ცხა­და იზა არ­ღვლი­ან­მა გა­მო­ცე­მას­თან. წყა­რო

.

სატელეფონო საუბრის დროს, რადიო თავისუფლებას გაესაუბრა არღვლიანის ახლობელი, ნანა გოცირიძე და თქვა, რომ ჯერ არაფერი იცის არც ოჯახმა და არც პოლიციამ.

„ჯერ ჩვენ არ ვიცით, ოჯახის წევრებმა, პოლიციამ არ იცის ჯერ“, - ამბობს გოცირიძე და ამატებს: „აქაც ხომ არიან კეთილისმსურველები, ასეთი ინფორმაციით წავედით. მაგრამ მივედით და გავარკვიეთ, ყველა დეტალს გვეუბნებიან არ გვიმალავენ... არის თუ არა ის, რომელ რიცხვში, არაფერი დაემთხვა, რაც გვანახეს არ არის და წამოვედით“.

.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ. ლიზა ქისტაურის ამ დროისთვის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც მისი აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.


5 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ქისტაური წამებით მოკლეს“ და დედას შვილის დაზიანებული სხეულის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნეს.

,

“საელჩოში ოფიციალური შეტყობინება არ შესულა, თუმცა ბელგიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ სამართალდამცველებთან და არკვევს სიტუაციას", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

.

„არ ვიცი რა დავწერო არ ვიცი რა ვთქვა განადგურებული ვარ. ვზივარ ლიზას ჩემხელა ნახატის წინ და ცხარე ცრემლებით ვტირი, ეს ნახატიღა დამრჩა ლიზა კიდე აღარ არის. ვერ ვიჯერებ რომ აღარ არის, ვერ ვიჯერებ რო ასეთი ბოროტია ეს სამყარო, მადლობა ყველაფრისთვის რაც გაგიკეთებია ცხოვრებაში და მადლობა იმ გზისთვის რაც უამრავ Lgbtq + ადამიანს გაუკვალე. მეყვარები ყოველთვის და იმედიმაქ ერთ დღეს შევხვდებით.


R.I.P Queen“ - წერს ლადო მხეიძე სოციალურ ქსელში.

0
747
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
747
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0