x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
პალეონტოლოგებმა “სანაპიროს ურჩხულის” არსებობა დაადასტურეს
პორტსმუთის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ათასზე მეტი ნამარხი კბილის შესწავლის შედეგად დანამდვილებით დაამტკიცეს, რომ სპინოზავრი, რომელსაც “იურული პერიოდის პარკის” მესამე ნაწილიდან და ასევე “ბი ბი სის” დოკუმენტური ფილმიდან “დინოზავრების პლანეტა” ვიცნობთ, მართლაც უზარმაზარი და ძალიან შიშისმომგვრელი ურჩხული იყო.


კვლევის შედეგების თანახმად, რომლებიც ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა, დამტკიცებულია, რომ სპინოზავრი 15 მეტრის სიგრძის და 6 ტონა წონის მხეცი იყო, რომელიც მაროკოში, დღევანდელი საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე, მდინარის სანაპიროს მახლობლად სახლობდა დაახლოებით 100 მილიონი წლის წინ.


მონსტრი


ამ აღმოჩენამდე რატომღაც მიჩნეული იყო, რომ დინოზავრები მხოლოდ ხმელეთზე ცხოვრობდნენ. უახლესი ცნობების თანახმად კი სპინოზავრი მართალია, ცხოვრობდა ხმელეთზე, მაგრამ შესანიშნავად იყო შეგუებული ასევე წყლის სამყაროსაც და მდინარეთა სანაპიროებზე წყალქვეშ წარმატებით ნადირობდა.



მეცნიერებმა აღმოჩენა უძველესი, აწ უკვე დამშრალი აფრიკული მდინარის გაქვავებულ კალაპოტში გააკეთეს. აქ აღმოჩენილი აურაცხელი კბილიდან დაახლოებით 45 % სპინოზავრს ეკუთვნოდა, რაც აღნიშნულ რეგიონში ამ სახეობის ფართო გავრცელებაზე მეტყველებს, რაც თავის მხრივ იმას ამტკიცებს, რომ სპინოზავრები ძალიან წარმატებული მონადირეები და ძლიერი მტაცებლები იყვნენ.


მონსტრი


სპინოზავრის ამდენი კბილის დამშრალ მდინარეში აღმოჩენა ასევე იმასაც ადასტურებს, რომ მდინარე ამ დინოზავრებისთვის ისეთივე ბუნებრივი ჰაბიტატი იყო, როგორიც ხმელეთი.


აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ “იურული პერიოდის პარკი III”-ის შემქმნელები სულაც არ ცდებოდნენ, როცა ეს დინოზავრი ასე შიშისმომგვრელი გამოსახეს. თავის საარსებო გარემოში სპინოზავრი მართლაც სუპერ მტაცებელი იყო, რომელსაც კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავდა და მისგან თავის დაღწევა თვით ყველაზე ძლიერ ცხოველებსაც კი ძალიან უჭირდათ.


მონსტრი


მართალია სპინოზავრი შემზარავი ურჩხული იყო, მაგრამ ის მხოლოდ შიმშილის გრძნობის დასაცხრობად ნადირობდა. თავში არასოდეს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ მაძღარს და გაზულუქებულს თავისივე სახეობის დინოზავრები სადისტური სიამოვნების მიღების მიზნით დაეხოცა, როგორც ამას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ბანდიტური ხროვის წარმომადგენლები აკეთებენ. ამიტომ გასარკვევი ის არის, რომლები არიან უფრო საზარელი არსებები - ისინი, რომლებიც 100 მილიონი წლის წინ აფრიკაში სახლობდნენ თუ ისინი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის და მისი გარემოცვის სახით დღეს, აქვე, ჩვენს გვერდით, ჩვენივე კონტინენტზე სახლობენ.

2
358
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
358
  
2023, 6 იანვარი, 23:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2