x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
არასდროს ეკამათოთ "ვირს" – როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს

დროის ყველაზე გაუმარტლებელი ხარჯვა — სულელთან და თავხედთან კამათია, ვისაც სიმართლე კი არ, მხოლოდ მისი პოზიციის გამარჯვება აინტერესებს.. თან, ნებისმიერ ფასად.

ნუ დაკარგავთ დროს სულელურ კამათებზე...


image


ვირმა ვეფხვს უთხრა:

— ნახე, ბალახი რა ლურჯია.
ვეფხვმა უპასუხა:
— არა, ბალახი მწვანეა!

დაიწყეს კამათი და ტყის მეფესთან წავიდნენ, რომ უთანხმოება მოეგვარებინათ.
ვიდრე ისინი ტყეში მდებარე, იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც ლომი იყო, ვირმა ყვირილი დაიწყო:
— თქვენო უდიდებულესობავ, ხომ მართალია, რომ ბალახი ლურჯია?!
ლომმა უპასუხა:
— დიახ, მართალია, ბალახი ლურჯია.
ვირი აღფრთოვანდა და გააგრძელა:
— ვეფხვი არ მეთანხმება, მეჩხუბება და მაღიზიანებს. გთხოვთ დაისაჯოთ.

და მხეცთა მეფემ გამოაცხადა:
— ვეფხვი 5 წლიანი დუმილით დაისჯება.
ვირმა სიხარულით ხტუნვა დაიწყო და კმაყოფილი იმეორებდა:
— ბალახი ლურჯია, ბალახი ლურჯია…

ვეფხვმა, თავისი სასჯელი მიიღო და ლომს ჰკითხა:
— თქვენო უდიდებულესობავ, რატომ დამსაჯეთ? ბალახი ხომ მწვანეა?
ლომმა უპასუხა:
— მართალია, ბალახი მწვანეა.

გაკვირვებულმა ვეფხვმა ისევ ჰკითხა:
— მაშინ, რატომ მსჯით?
— დასჯას ბალახთან არანაირი კავშირი არა აქვს... – უპასუხა ლომმა – სასჯელი იმის გამო მიიღე, რომ ისეთი მამაცი და ჭკვიანი ცხოველი, როგორიც ვეფხვია, თავის დროს ვირთან კამათზე არ უნდა ხარჯავდეს და შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემთან არ უნდა მოდიოდეს!


დროის ყველაზე გაუმართლებელი ხარჯვა — სულელთან და ფანატიკოსთან კამათია... ადამიანთან, რომელსაც არც ჭეშმარიტება და არც რეალობა აინტერესებს — მისთვის მთავარი საკუთარი შეხედულებების და ილუზიების გამარჯვებაა. არასოდეს დაკარგოთ დრო უაზრო კამათზე. არიან ადამიანები, რომლებსაც რამდენიც არ უნდა უმტკიცოთ და რამდენი ფაქტებიც არ უნდა წარუდგინოთ, ვერ იგებენ... ერთადერთი, რაც მათ უნდათ, — მართლები იყვნენ, მაშინაც კი, თუ ეს ასე არ არის...

და გახსოვდეთ: როცა უმეცრება ყვირის, ინტელექტი დუმს...



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა არის "მკვდარი კატის სტრატეგია" და რა კავშირი აქვს მას საქართველოსთან?

* რატომ ჰქვია ჰოთ-დოგს ("ცხელი ძაღლი") ასე? – 10 საინტერესო ფაქტი სწრაფი კვების შესახებ

* "მიწისძვრის დიპლომატია"

* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური"

* 7 ფაქტი ადამიანზე, რომელსაც მეხი 7 ჯერ დაეცა

* ”ისინი გატყუებენ!” – NASA-ს კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელმა თქვა, რას გვიმალავენ მარსის შესახებ

* 15 ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში



1
590
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
590
  
2023, 14 მარტი, 22:51
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1