სხვა მამაკაცმა შეყვარებულს ფოტოსესიის შემდეგ 30-ჯერ დაარტყა დანა 2023, 3 იანვარი, 17:17 მოსკოვში მამაკაცმა საყვარელ ქალს სავარაუდოდ ფოტოსესიაზე წასვლის გამო დანით 30 ჭრილობა მიაყენა. მოსკოვში 33 წლის მამაკაცმა ვლადიმერ მაკლაკოვმა (მთავარ ფოტოზე) 34 წლის საყვარლის, ანა საბლინას მკვლელობის შემდეგ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია სამშაბათს, 3 იანვარს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის საგამოძიებო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ტრაგედია 3 იანვარს, პოლინა ოსიპენკოს ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში მოხდა. გამომძიებლებმა გარდაცვლილის სხეულზე სულ მცირე 30 ჭრილობა აღმოაჩინეს. Telegram-ის ცნობით, წყვილი დედაქალაქში ვოლოგდადან რამდენიმე დღით ჩავიდა. ქალმა სადღესასწაულო ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც ისინი დაბრუნდნენ ნაქირავებ ბინაში, სწორედ იქ დატრიალდა ტრაგედია. მეზობლების თქმით, მათ პოლიცია გამოიძახეს ყვირილისა და დახმარების თხოვნის მოსმენის შემდეგ. საქმე აღძრულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („მკვლელობა“). გამოძიება უახლოეს მომავალში ეჭვმიტანილის დაკავების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდოეთის ბიჰარის შტატის 34 წლის მცხოვრებმა გაუტამ სინხგმა თავისი საყვარელი მოკლა და ღამე მის გვამთან ერთად გაატარა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეორე დღესვე გახდა ცნობილი. სამართალდამცავებმა ქალის ცხედარი იპოვეს, მაგრამ გაუტამი ოთახში არ იმყოფებოდა. იმავე დღეს, საღამოს მამაკაცი იპოვეს და დააკავეს. დაკითხვისას სინგხმა აღიარა, რომ დანაშაული გაბრაზებულმა ჩაიდინა. 286 2-ს მოსწონს
|