x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ვერ ვიტანდი ქმარს" - ყოფილი პირველი ლედის სენსაციური აღიარება
image

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას 58 წლის მეუღლემ, მიშელმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ისაუბრა იმ პრობლემზე და გაუგებრობებზე, რაც მას ოჯახური ცხოვრების დროს წლების განმავლობაში აწუხებდა.



მან აღიარა, რომ მრავალი წლის განმავლობაში ვერ იტანდა ქმარს.


როგორც ყოფილმა პირველმა ლედიმ გამოთვალა, ქმრის მიმართ სიძულვილის პერიოდი დაახლოებით ათი წელი გაგრძელდა, როცა მათი შვილები ჯერ კიდევ პატარები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს, მალია და ნატაშა.



"ხალხს ჰგონია, რომ ვიტყუები, როცა ვამბობდი, რომ იყო წლები, როცა ქმარს ვერ ვიტანდი. და გამოიცანით როდის ხდებოდა ეს? როცა ბავშვები პატარები იყვნენ", – განაცხადა აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის მეუღლემ.



მიშელ ობამამ აღნიშნა, რომ ოჯახური ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როდესაც ბარაკის პოლიტიკური კარიერა გაუმჯობესდა, რა დროსაც მას უსასრულოდ უწევდა სახლში შვილებთან ერთად ყოფნა.


მაგრამ წარსულში მომხდარი სიძულვილისა და ბრაზის მიუხედავად, წყვილის ქორწინება 30 წელი გაგრძელდა. ოჯახის ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია წყვილს ურთიერთობის შენარჩუნებაში ეხმარება.


მიშელ ლავონ რობინსონი დაიბადა და გაიზარდა ჩიკაგოს სამხრეთ მხარეს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან განათლება მიიღო პრინსტონის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის სამართლის სკოლაში, რის შემდეგაც დაბრუნდა ჩიკაგოში, სადაც მუშაობდა "სიდლი ოსტინის" იურიდიულ ფირმაში, შემდეგ კი ჩიკაგოს მერიაში და ჩიკაგოს უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში.



ბარაკ ობამას შეხვდა მაშინ, როდესაც "სიდლი ოსტინში" მუშაობდა. ბარაკ ობამას აშშ-ს სენატში არჩევის შემდეგაც კი, ოჯახმა არჩია არ გადასულიყო აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში და დარჩა საცხოვრებლად ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში.


ქმრის, ბარაკ ობამასგან განსხვავებით, მიშელი შავკანიანი მონების შთამომავალია. მისი დიდი ბებიას ბებია 1850 წელს ამერიკელი მონათა პატრონის მიერ იყო მოხსენიებული ანდერძში, როგორც 475 დოლარის ღირებულების „ზანგი გოგონა მელვინია".


ამერიკულ პრესაში მიშელ ობამას ხშირად ადარებენ ჟაკლინ კენედისა და პრინცესა დიანას. მიშელ ობამა არის ისტორიაში პირველი აფროამერიკელი პირველი ლედი.

5
1085
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1085
  
2023, 11 იანვარი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 10 იანვარი, 22:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 9 იანვარი, 23:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5