x
image
თუთიკო ბერძენა
კოსმოსის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო, რომელსაც მეცნიერება ჯერკიდევ ვერ ხსნის
image

ჩვენ მართლაც უამრავი საიდუმლოებით მოცულ სამყაროში ვცხოვრობთ, რომლის შესწაქვლა ბოლომდე კაცობრიობა ვერასდროს შეძლებს, რადგან დასასრულის შემდეგაც შეიძლება რაღაც ახლის დასაწყისი აღმოჩნდეს.

image

მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ ჩვენი სამყარო უცნაური ადგილია. რაც უფრო მეტს იკვლევ მას შეზღუდული ტექნოლოგიით, მით უფრო მეტად ხვდებიან, რამდენი რამის სწავლა ჯერ კიდევ წინაა.


ამის მიუხედავად, ბოლო წლებში კაცობრიობამ მიაღწია დიდ პროგრესს კოსმოსის გაგებაში.



კვლევის პროცესში გზადაგზა მეცნიერები ისეთ უცნაურობებსაც ხვდებიან, რომელიც არანაირ კანონზომიერებას არ ექვემდებარება და რამაც შეიძლება აიძულებს ისინი, გადაიფიქრონ ყველაფერი, რისი მტკიცებაც აქამდე არაერთხელ მოუხერხებიათ... ანუ გამოდის, რომ სამყაროსთან დაკავშირებით ნებისმიერი მოსაზრება ჰიპოთეზაა, რომელიც ან დამტკიცდება ოდესმე ან არა.


ასეთია ერიდანის სუპერსივრცე - ადგილი ვარსკვლავების, გალაკტიკის გარეშე. მას ასევე უწოდეს რელიქტური ცივი ლაქა, რადგან ძალიან დაბალი ტემპერატურის მქონე სივრცეა. ეს არის ტერიტორია ერიდანუსის თანავარსკვლავედში უჩვეულოდ დაბალი მიკროტალღური გამოსხივებით და დიდი ზომით რელიქტური გამოსხივების მოსალოდნელ თვისებებთან შედარებით.


არსებობს ჰიპოთეზა, რომ სიცარიელე შეიძლება აღმოცენებულიყო არც თუ ისე შორს ძალიან მასიური ობიექტებისგან, რომლებისკენაც სამყაროს მეზობელი რეგიონებიდან მთელი მატერია იყო მიზიდული.


ზოგიერთი ფიზიკოსი ამტკიცებს, რომ რელიქტური ცივი ლაქა შეიძლება იყოს ჩვენი სამყაროს მიღმა არსებული სხვა სამყაროს თითის ანაბეჭდი, რომელიც გამოწვეულია სამყაროებს შორის კვანტური ჩახლართულით, სანამ ისინი კოსმოსური ინფლაციით გამოყოფილი იქნებოდნენ.


ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის პროფესორი ლორა მერსინი-ჰოუტონი კი ამბობს:


"სტანდარტული კოსმოლოგია ვერ ხსნის ასეთი გიგანტური კოსმოსური ხვრელის არსებობას".



0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0