სხვა "ქალებს ქამრით სცემდა" - რუმინეთში დააკავეს ყველაზე ცნობილი ქალთმოძულე ამერიკელი კიკბოქსერი 2022, 31 დეკემბერი, 15:52 ![]() ძმები ეძებდნენ გოგონებს აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან და პატიჟებდნენ რუმინეთში. თუმცა, ვინც თანხმდებოდა ჩამოსვლას, ხდებოდნენ მონები და აიძულბდნენ ეთამაშათ პორნოგრაფიულ ფილმებში, წერს Europa Press. დაშინების სახით მოძალადეები იყენებდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, მათ შორის გოგონების გაუპატიურებას. ამ დროისთვის უკვე 6 დაზარალებულმა მისცა ჩვენება, სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლები აგრძელებენ დაზარალებულთა ძებნას. პოლიციამ ენდრიუს და მისი ძმის აღმოჩენა სოციალურ ქსელ Rumble-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს წყალობით შეძლო. სადაც ისინი დასცინოდნენ გარემოს დაცვის ცნობილ შვედ აქტივისტს გრეტა ტუნბერგს, რომელიც რუმინეთის ერთ-ერთ პოპულარულ პიცერიაში იმყოფებოდა. "გთხოვ მომიტანე პიცა, მაგრამ დარწმუნდით, რომ ყუთის მუყაო არ არის გადამუშავებული", - ირონიულად დაუწერა ტეიტმა. ამის შემდეგ ძმები მალევე მალევე დააკავეს. ![]() ![]() ინტერნეტში ენდრიუ ცნობილია ულტრამემარჯვენე წრეებში და 2022 წლის ივლისში Google-ის ძიების ველში მან აჯობა დონალდ ტრამპს და COVID-19-სსაც კი. თავად ტეიტი საკუთარ თავს უწოდებს "აბსოლუტურ სექსისტს და ქალთმოძულეს". კერძოდ, მან განაცხადა, რომ „ქალებმა არ იციან მანქანის ტარება და ეკუთვნიან სახლს და კაცს“. ამჟამად პოპულარულ სოციალურ ქსელებში კიკბოქსერის ყველა პროფილი დაბლოკილია. მთავარ ფოტოზე:ენდრიუ(მარცხნივ) და ტრისტან ტეიტი 149 2-ს მოსწონს
|