x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
სასარგებლო რჩევები, წარმატების მოსაპოვებლად (ახალი წლიდან დაიწყეთ)

image


1. იყავით იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც ზემოთ გწევენ. ცხოვრება ისედაც სავსეა იმ ადამიანებით, რომელთაც თქვენი ქვემოთ ჩამოწევა უნდათ.

2. დღეს გააკეთე ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ. ხვალ სხვებზე უკეთესად იცხოვრებთ.

3. თუ თქვენ იპოვეთ ადამიანი, რომელთანაც ისე თავისუფლად გრძნობთ თავს, როგორც მარტო ყოფნის დროს, დააფასეთ ის როგორც ჰაერი, რომლითაც სუნთქავთ.
4. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი მატარებელი წავიდა, გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე თვითმფრინავიც არის და იახტაც.
5. სულში ლურსმნის ჩარჭობისას, გახსოვდეთ, რომ მისი ბოდიშით ამოღების შემთხვევაში, თქვენ მაინც ტოვებთ იქ ნახვრეტს, რომლის ამოვსებას და მოშუშებას დიდი დრო დასჭირდება და ის ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის ტანჯვას მიაყენებს მფლობელს.

6. არასოდეს იმართლოთ თავი მათ წინაშე, ვისაც უყვარხართ და არც მათ წინაში, ვისაც არ უყვარხართ. ვისაც არ უყვარხართ, მაინც არასოდეს დაგიჯერებთ. ხოლო ვისაც უყვარხართ – ის თვითონ მოიგონებს რაღაცას, რაც გაგამართლებთ.
7. თუ თქვენს შესახებ ჭორები დადის, ე. ი. პიროვნება ხართ. დაიმახსოვრეთ: არასოდეს არ განიხილავენ და არ შურთ ცუდის. ყოველთვის კარგის შურთ, კარგს განიხილავენ.
8. (მამაკაცებისთვის) თუ არ შეგიძლია ქალის გაბედნიერება, ნუ შეუშლით ხელს სხვას.
9. შეგეძლოს პატიება, ეს ძლიერი ადამიანების თვისებაა. სუსტები არასოდეს არ ჰბატონობენ.

10. (მამაკაცებისთვის) იბრძოლეთ! ქალი ყოველთვის ყველაზე ძლიერს ირჩევს, და არა მას, ვინც უბრალო ჩხუბის დროს, ხელს ჩაიქნევს და მიდის.

11. ნურასოდეს ეკამათებით იდიოტებს. თქვენ ამით მათ დონეზე დაეშვებით. იქ კი ისინი გაგსრესენ, თავიანთი გამოცდილებით.
12. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადამიანები ახლობლები თანდათანობით ხდებიან, ხოლო უცხოები - მყისიერად.
13. ისწავლეთ სიხარული ალკოჰოლის, ოცნება - ნარკოტიკის, ურთიერთობა -ინტერნეტის და ნერვიულობა სიგარეტის გარეშე.
14. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი სამუშაო და თქვენ არცერთი დღე არ იმუშავებთ ცხოვრებაში.

15. მეტისმეტად ნუ იქნებით დამოკიდებული სხვებზე, რადგან სიბნელეში, ადამიანს საკუთარი ჩრდილიც კი ტოვებს.

16. არასოდეს ინანოთ დაშვებულ შეცდომებზე, შეცდომა რომ არ დაგეშვათ, ვერასოდეს მიხვდებოდით, სწორედ როგორ უნდა გაგეკეთებინათ.
17. თუ გინდათ იქონიოთ ის, რაც არასოდეს გქონიათ, იმის კეთება მოგიწევთ, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ.

18. წაგების შემთხვევაში, უბრალოდ გაიღიმეთ. გამარჯვებულს, გამარჯვების გემო ეკარგება.

19. თქვენ უნდა გქონდეთ ოცნება. აუცილებლად! რომ დილაობით საწოლიდან ადგომა შეძლოთ.
20. თუ თქვენ არ მოგწონთ თქვენს მიერ დაკავებული ადგილი, სხვაგან გადადით. ხე ხომ არა ხართ, წასვლა რომ ვერ შეძლოთ?*

21. ყოველთვის, როდესაც უსიამოვნება შეგხვდებათ, დასაძინებლად დაწექით.
22. თუ არავისზე იქნებით დამოკიდებული, არავინ დაგაღალატებთ.
23. თუ მდიდარი ხართ, ნუ იფიქრებთ ამაზე, ხოლო თუ ღარიბი - ნუ მიიღებთ საკუთარ სიღარიბეს სერიოზულად. გახსოვდეთ, რომ „ცხოვრება თეატრია“, თამაში კი - ნეტარება. მიიღე ცხოვრება როგორც თამაში. ცხოვრებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, ტანჯვის მეტი არაფერი მოაქვს.

24. გააკეთეთ ის, რისი გაკეთებაც გინდათ და რისი გაკეთებაც სწორედ მიგაჩნიათ. თქვენი ქმედება, მაინც ყოველთვის განხილვის საგანი იქნება სხვებისთვის.
25. არასოდეს ილაპარაკოთ საკუთარ თავზე ცუდი, ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამას თქვენს მაგივრად გააკეთებენ.


* ბევრ ენაში არის გამოთქმა, რომელიც ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქალაქს ან სახლს არასდროს ტოვებენ, მცენარეებს ადარებენ. ვითომ, მცენარე ყოველთვის ერთ ადგილზე არის, და ეს ადამიანებიც სწორედ ასე იქცევიანო. თუმცა, შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ბუნებაში არის მცენარე, რომელსაც სოკრატია შიშველფესვიანი (ლათ. Socraetea Exorrhiza) ჰქვია, ეკვადორის (სამხ. ამერიკა) ტროპიკულ ტყეებში იზრდება და ერთ ადგილზე არ ჩერდება. გაგრძელება >>>


ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!!!


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ გავაფორმოთ საახალწლოდ სახლი და სუფრა – 70 არაჩვეულებრივი იდეა

* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* ცხოვრებისეული იუმორი

* 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფოტოები

* ქორწინების საოცარი რიტუალი ინდოეთში

* საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის არამატერიალურია და ის თაობიდან თაობას გადაეცემა

* 13 საინტერესო ფაქტი, ძილის და სიზმრების შესახებ

* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)



8
493
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
493
  
2023, 25 თებერვალი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 22 თებერვალი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 12 თებერვალი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 26 იანვარი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 17 იანვარი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 23:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2023, 6 იანვარი, 2:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 31 დეკემბერი, 23:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 8