x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს სამარცხვინო ყიზილბაში არ იყო სააკაშვილის ძმის პირადი თარჯიმანი?"- ვისზე საუბრობს შალვა ნათელაშვილი

image


"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და მას "სამარცხვინო ყიზილბაშს" უწოდებს:


"კი მაგრამ ეს სამარცხვინო ყიზილბაში არ იყო სააკაშვილის ძმის პირადი თარჯიმანი?"- კითხულობს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს მოხდა სჭირდება, მისი მფარველები და მეგობრები კი ამას უნდა შეეგუონ:


"რადიკალიზაციის ერთ-ერთი მიზეზი არაა სააკაშვილის და მისი მსჯავრი, არამედ მართლმსაჯულების აღუსრულებლობა იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ჩადენილი აქვს მიხეილ სააკაშვილს. რა მომენტშიც მიხეილ სააკაშვილი და მისი მეგობრები, რომლებიც სინამდვილეში მისი მტრები არიან იმიტომ, რომ ისინი აგულიანებენ მას რომ თავი ჩაიგდოს ამ მდგომარეობაში, რომ იქნებ შექმნას საბაბი გათავისუფლების, შეეგუებიან უმარტივეს ჭეშმარიტებას ნებისმიერი სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოსი, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი და სასჯელს სჭირდება მოხდა, ზუსტად იმ მომენტში რადიკალიზაცია დასრულდება.


„ნაციონალური მოძრაობა" თავადაც არის მძევალი ამ ვითარების. მათთვის და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათაც უნდა დაისვენონ ამ საკითხისგან, მიხეილ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ დანაშაულს მოჰყვება სასჯელი, მისი მფარველები და მეგობრებიც უნდა შეეგუონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.



0
828
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
828