x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საბჭოთა კავშირს 100 წელი შეუსრულდა -10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი სსრკ-ზე
image

ზუსტად 100 წლის წინ, 1922 წლის 30 დეკემბერს ამ დღეს რსფსრ-მ, ასევე ამიერკავკასიამ(საქართველო, სომხეთი, აზებაიჯანი), უკრაინამ და ბელორუსიამ შექმნეს ახალი სახელმწიფო. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, შემოკლებით საბჭოთა კავშირი ან სსრკ.ა მ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც შეიძლება ბევრმა არ იცოდეს.



1. საბჭოთა კავშირში პატიმრები ცდილობდნენ სხეულზე ლენინის და სტალინის გამოსახულების ტატუ გაეკეთებინათ, რითაც ისინი თავს იცავდნენ დახვრეტისაგან.


2.საბჭოთა კავშირის სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს 18 ოლიმპიადაში და მოიპოვეს 1204 მედალი (473 ოქრო, 376 ვერცხლი და 355 ბრინჯაო). ამ დროისთვისაც კი მედლების რაოდენობით მეორე ადგილზეა სსრკ აშშ-ს შემდეგ.




3.შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ 1930-იანი წლებში მოსკოვში სახლებს, რომლებიც იწონიდნენ ათასობით ტონას, ზოგჯერ ადგილს უცვლიდნენ, ანუ სხვა ადგილზე გადაჰქონდათ, რათა ახალი შენობების მშენებლობისთვის ადგილი გაენთავისუფლებინათ.


4.შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი (ნკვდ)5 ჯალათმა ვასილი ბლოხინმა კატინის ტყეში 28 დღის მანძილზე მოკლა 7000 პოლონელი ოფიცერი.ანუ დღეში 250 ადამიანი, საათში 10 ადამიანი.


5.მსოფლიო საზოგადოებისთვის ნამდვილი სენსაცია იყო სსრკ-ში 1988 წელს სილამაზის პირველი კონკურსის გამართვა. საზღვარგარეთ ეს მოვლენა გაგარინის კოსმოსში გაფრენას შეადარეს!


6.უშვილობის გადასახადი-ასეთი უჩვეულო გადასახადი საბჭოთა კავშირში 1941 წელს შემოიღეს. ეს იყო ხელფასის 6%. გადასახადს იხდიდნენ 20-50 წლის უშვილო მამაკაცები და 20-45 წლის უშვილო ქალები.



7 სსრკ-ს უმაღლესი მწვერვალი- უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენდა ტაჯიკეთში მდებარე 7495 მეტრი სიმაღლის მთა, რომელიც სხვადასხვა წლებში ატარებდა სტალინის პიკის და კომუნიზმის პიკის სახელს. 1998 წელს ტაჯიკებმა მას ახალი სახელი მიანიჭეს-სამანის პიკი ემირის საპატივცემულოდ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ტაჯიკეთის სახელმწიფოს.


8-ყველაზე მრავალეროვანი-სსრკ-ში 130-ზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობდა. ქვეყნის მოსახლეობა 293 მილიონი ადამიანი იყო. გარდა ამისა, სსრკ ინარჩუნებდა ურთიერთობას ასობით ქვეყანასთან, რომელთა წარმომადგენლები მუდმივად სტუმრობდნენ.


9.1948 წელს არალის ზღვის მიმდებარედ საბჭოთა ხელისუფლებამ შექმნა ახალი ბიოლოგიური იარაღი, რომელსაც შეეძლო გაევრცელებინა ჯილეხი და კიდევ სხვა სახიფათო დაავადება. 1971 წელს ჩაატარეს კვლევა და გამოიყენეს ყვავილი, როგორც იარაღი, რამაც გამოიწვია ეპიდემია. გარდაიცვალა სამი ადამიანი და ათობით ადამიანი დაავადდა, გარდა ამისა, კარანტინში მოათავსეს უამრავლი ადამიანი, რომლებზეც ტარდებოდა ცდები. ამ იარაღის შესახებ მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, თუმცა რუსეთი საბჭოთა ტრადიციას მიჰყვება და საკუთარ დანაშაულს არ აღიარებს.


10.სსრკ განთქმული იყო საკმაოდ მაღალი დონის უფასო განათლებით და მოწინავე უფასო მედიცინით. მიუხედავად იმისა, რომ სსრკ უკვე აღარ არსებობს 30 წელია, ბევრ დასავლურმა ქვეყანამ დღემდე ვერ მიაღწია სოციალური სერვისის მსგავს ხარისხს.

0
424
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
424
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0