კინო ფრანგული კინოს ცოცხალი ლეგენდა სოფი მარსო როგორ გახდა მარსო, როცა მისი რეალური გვარი სხვა იყო 2022, 29 დეკემბერი, 19:02 მას შემდეგ რაც მოზარდი სოფი მარსო ახალგაზრდული სამოდელო სააგენტოში მოხვდა ის სწრაფად მოხვდა კილოფილმ "ბუმის" პროდიუსერის ხედვის არეში. პროდიუსერმა გოგონა სასწრაფოდ შეახვედრა ფილმის მთავარ რეჟისორს კლოდ პინოტოს.
რეჟისორის ინტუიციას არ გამოპარვია გოგონას ულამაზესი სახე, საოცარი გარეგნობა და ნიჭი რომელიც მას დიდ მსახიობად აქცევდა. მაგრამ იყო ერთი პრობლემა, რომელიც სასწრაფოდ იყო მოსაგვარებელი, პრობლემა კი სოფის გვარში იყო, სოფი არ იყო რეალურად მარსო, მისი გვარი გახლდათ მოპიუ, რომელიც არ ჟღერდა ისე, როგორც სურდა ფილმის დამდგმელ რეჟისორ პინოტოს. პინოტომ სოფის წინ დაუდო პარიზის რუკა, მოგეხსენებათ მაშინ მობილური არ იყო და არც გუგლის საძიებო, გოგონას იქ რომ მოეძებნა სასურველი გვარი-ფსევდონიმი. სოფიმ დაათვალიერა პარიზის რუკა და გვარ-ფსევდონიმად გარკვეული დროის შემდეგ შეარჩია პარიზის ერთერთი ქუჩის სახელი რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ფრანგი გენერლის ფრანსუა სევერინ მარსოს სახელს ატარებდა. ასე გახდა სოფი მოპიუ სოფი მარსო. ფილმმა სოფის არნახული წარმატება მოუტანა ისევე, როგორც მთლიანად ფილმს. თავად სოფის ფსევდონიმი მარსო ძალიან პოპულარული გახდა, თავად მსახიობის თქმით რეჟისორის ალღომ და მისმა არჩევანმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მის კარიერულ წინსვლაში და წარმატებებში. 261 5-ს მოსწონს |