ფოტოგრაფია კადრები, რომლებიც უნიკალური ისტორიული კონტექსტის წყალობით შეუფასებელია 2022, 29 დეკემბერი, 18:37 რა არის ისტორია? მშრალი მეცნიერება? ფაქტების ნაკრები? ეს გახლავთ მოვლენების შერწყმა, საიდანაც ჩვენი სამყარო ისეთი იბადება, როგორსაც ჩვენ მას აღვიქვამთ, მაგრამ საკმარისია ისტორიის მსვლელობა ცოტათი შეიცვალოს, რომ რეალობა ამოუცნობი ხდება. მოდით, ცოტა ხნით უკან დავბრუნდეთ და თვალი გადავავლოთ უნიკალურ, ისტორიულ კადრებს, რომლებიც ათწლეულების მანძილიდან სულ სხვაგვარად აღიქმება, ხოლო არც იმდენად მხიარულმა მოგონებებმა შესაძლოა ნოსტალგიაც კი მოგგვაროთ.![]() მადონა, 1970-იანი წლები![]() ნიკოლაი კარაჩენცოვი ფილმ "კაცი კაპუცინის ბულვარიდან" გადასაღებ მოედანზე, 1987 წელი![]() მშობლები თავიანთ 16 შვილთან ერთად კამერის წინ პოზირებენ, 1960 წელი![]() ექთნები სიყვითლით დაავადებულ ბავშვებს სამკურნალოდ მზის სხივების ქვეშ ამყოფებენ![]() ალექსანდრე ნევზოროვი სატელევიზიო შოუსთვის "600 წამი" ინტერვიუს ჟან-პოლ ბელმონდოსგან იღებს, 1990 წელი![]() კიევის N13 ბავშვთა სახლის 12 წლის აღსაზრდელი ალიოშა ლებედევი, რომელმაც 2 წელი ოსვენციმში გაატარა, 1946 წლის იანვარი. ნიურნბერგის ტრიბუნალისადმი მიწერილი ბიჭუნას ღია წერილიდან: "ამხანაგო მოსამართლეებო! გევედრებით, წაიკითხეთ სასამართლოში ჩემი ბრალდება და უთხარით ბავშვთა - გერმანელ მკვლელებს, რომ ვწყევლი მათ. მიუსაჯეთ მათ ყველაზე სასტიკი სასჯელი ჩემი დებისთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის, ბავშვთა სახლის ყველა ჩემი ამხანაგისთვის, რომლებსაც გერმანელებმა აწყენინეს... ". მისი ორი და და დედა ნაცისტებმა ბანაკში მოკლეს, მამა კი გმირულად დაეცა.დილის ჩაი, ლონდონის მეტრო, 1968 წელი![]() კედლის "თერმომეტრი", რომელიც ამსტერდამში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას აჩვენებს, ნიდერლანდები, 1949 წელი![]() მუშები რადიოაქტიურ ნარჩენებს კარიერში ათავსებენ, ჰენფორდი, ვაშინგტონი, 1974 წელი![]() ქეით მოსი და კრისტი ტერლინგტონი, 90-იანი წლების შუა ხანები![]() ამერიკელ ჯარისკაცებს ჰერმან გერინგის მიერ მოპარული ნახატები და ქანდაკებები გააქვთ, რომლებიც ბერხტესგადენის მახლობლად გამოქვაბულში იპოვეს, 1945 წლის მაისი![]() პრეზიდენტი ჯორჯ ჰ. ბუში სპრინგერ - სპანიელ მილის საკუთარ ლეკვებთან ერთად თეთრი სახლის გაზონზე ასეირნებს, 1989 წლის 20 აპრილი![]() მოცურავე ნორმა კემპბელი ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის ავტოგრაფებიანი ჰიდროკოსტიუმით, 1965 წელი![]() სახლი ბორბლებზე, 1920-იან წლები, სამი "სახლი - ავტომობილი", როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ. ორი მინესოტადან და ერთი დაკოტადან. მოგზაურები სწორედ ამ ფოტოსთვის პოზირებენ. 1920-იან წლებში მომხმარებლებს ბორბლებიანი - სახლების იდეა იმდენად მოეწონათ რომ მშენებლებმა და მწარმოებლებმა არა მხოლოდ ახალი მოდელების შექმნა, არამედ ავტობუსების სახლებად გადაკეთება დაიწყეს.![]() გოგონა პოლიციელს სტუდენტური არეულობის დროს პარიზში ყვავილით ამკობს, 1968 წლის მაისი![]() ჯონ კენედი ცხოვრებაში უკანასკნელად საუზმობს, ამერიკა, 1963 წელი![]() ჯენეტ ჯექსონი "Rolling Stone"-ის ალბომის გარეკანისთვის, 1993 წელი"Esso Hibernia" -ას მშენებარე ტანკერი, დიდი ბრიტანეთი, 1970 წელი![]() მაკოლეი კალკინი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მახლობლად ფილმის "მარტო სახლში 2: ნიუ–იორკში დაკარგული" გადაღების დროს, 1992 წელი![]() შეუდარებელი მონიკა ბელუჩი1780 შეფასება არ არის |