მოულოდნელი ისტორიული ფაქტები, რომლებიც შესაძლოა ისტორიის წიგნებშიც არ წერია.
1. ნაპოლეონის არმიაში ჯარისკაცებს შეეძლოთ გენერლებისთვის შენობით მიემართათ.
2. რასაც ჩვენ კარიბის ზღვის კრიზისს ვუწოდებთ, ამერიკელები კუბის კრიზისს უწოდებენ, თავად კუბელები კი ოქტომბრის კრიზისს.
3. ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე ომი იყო ომი დიდ ბრიტანეთსა და ზანზიბარს შორის 1896 წლის 27 აგვისტოს. ზუსტად 38 წუთი გაგრძელდა.
4. პირველი ატომური ბომბი, რომელიც იაპონიაზე ჩამოაგდეს, იყო თვითმფრინავში სახელად Enola Gay. მეორე - თვითმფრინავში Bock's Car
5. 1888 წლის 4 ივნისს ნიუ-იორკის შტატის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჩამოხრჩობის გაუქმების შესახებ. ამ „ჰუმანური“ ქმედების მიზეზი სიკვდილით დასჯის ახალი მეთოდის – ელექტრო სკამების დანერგვა გახდა.
6. ინჟინერ გუსტავ ეიფელსა და პარიზის საქალაქო ხელისუფლებას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, 1909 წელს ეიფელის კოშკი უნდა დაშლილიყო და გაყიდულიყო ჯართად.
7. ესპანური ინკვიზიცია დევნიდა მოსახლეობის ბევრ ჯგუფს, მაგრამ უფრო მეტად, ვიდრე სხვა კათარებს, მარანოსებს და მორისკოსებს. კათარელები ალბიგენის ერესის მიმდევრები არიან, მარანოები - მონათლული ებრაელები, მორისკოები კი - მუსლიმები.
8. მხოლოდ 1947 წელს ინგლისში გააუქმეს იმ ადამიანის თანამდებობა, რომელსაც ნაპოლეონ ბონაპარტის (!) ინგლისში შესვლისას ქვემეხი უნდა გაესროლა.
9. გი დე მოპასანმა, ალექსანდრე დიუმამ, შარლ გუნომ, ლეკომტ დე ლისელმა და სხვა მრავალმა კულტურულმა მოღვაწემ ხელი მოაწერეს ცნობილ პროტესტს ... "ეიფელის კოშკის მიერ პარიზის დასახიჩრების" წინააღმდეგ.
10. როდესაც ცნობილი გერმანელი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი გარდაიცვალა, მისი ბოლო სიტყვები თან წაიღო. მის გვერდით მედდას გერმანული სიტყვაც არ ესმოდა.
11. შუა საუკუნეებში სტუდენტებს ეკრძალებოდათ დანების, ხმლებისა და პისტოლეტების ტარება და საღამოს 9 საათის შემდეგ ქუჩაში გამოჩენა, რადგან... ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა ქალაქელებს.
12. ორ მსოფლიო ომს შორის საფრანგეთს ჰყავდა 40-ზე მეტი განსხვავებული მთავრობა.
13. ბოლო 13 საუკუნის მანძილზე იაპონიაში იმპერიული ტახტი იმავე დინასტიას ეკავა.
14. ვიეტნამში მყოფმა ერთ-ერთმა ამერიკულმა თვითმფრინავმა თავისი ნასროლი რაკეტა თვითონვე მოირტყა.
15. შეშლილმა რომის იმპერატორმა კალიგულამ ერთხელ გადაწყვიტა ომი გამოეცხადებინა ზღვების ღმერთისთვის - პოსეიდონისთვის, რის შემდეგაც მან თავის ჯარისკაცებს უბრძანა, შემთხვევით ჩაეყარათ შუბები წყალში. სხვათა შორის, რომაულიდან "კალიგულა" ნიშნავს "პატარა ფეხსაცმელს".
16. აბდულ კასიმ ისმაილი - სპარსეთის დიდი ვეზირი (X საუკუნე) ყოველთვის თავის ბიბლიოთეკასთან იყო. სადმე რომ წავიდოდა, ბიბლიოთეკა „დაჰყვებოდა“. ოთხასი აქლემით გადაჰქონდათ 117 ათასი წიგნის ტომი. უფრო მეტიც, წიგნები (ანუ აქლემები) იყო დალაგებული ანბანური თანმიმდევრობით.
17. 1914 წელს გერმანიის კოლონიებში 12 მილიონი ადამიანი იყო დასახლებული, ხოლო ბრიტანელებში - თითქმის 400 მილიონი.
18. ტაილანდის ეროვნული ჰიმნი 1902 წელს დაწერა რუსმა კომპოზიტორმა პიოტრ შჩუროვსკიმ.
19. ინგლისში დაბეჭდილი პირველი წიგნი მიეძღვნა ... ჭადრაკს.
20. ძველ ჩინეთში ხალხი თავს იკლავდა ერთი ფუნტი მარილის ჭამით.
21. 79 წლის 24 აგვისტოს ვეზუვიუსის ამოფრქვევის დროს, ცნობილი ქალაქ პომპეის გარდა, განადგურდა ქალაქები ჰერკულანეუმი და სტაბია.
22. რომაულ არმიაში ჯარისკაცები 10 კაციან კარვებში ცხოვრობდნენ. ყოველი კარვის სათავეში იდგა უფროსი, რომელსაც ეძახდნენ დეკანს.
23. ტიუდორების მეფობის დროს ინგლისში მჭიდროდ გაკეთებული კორსეტი და ხელებზე დიდი რაოდენობით სამაჯურები უბიწოების ნიშნად ითვლებოდა.
24. FBI-ის აგენტებს იარაღის ტარების უფლება არ ჰქონდათ 1934 წლამდე, FBI-ს დაარსებიდან 26 წლის შემდეგ.
25. იაპონიაში მეორე მსოფლიო ომამდე იმპერატორის ნებისმიერი შეხება მკრეხელობად ითვლებოდა.
26. 1568 წლის 16 თებერვალს ესპანურმა ინკვიზიციამ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ნიდერლანდების ყველა მცხოვრებს.
27. 1911 წელს ჩინეთში კოსა ფეოდალიზმის ნიშნად იქნა აღიარებული და ამიტომ მათი ტარება აიკრძალა.
28. ამერიკული ფიზიკური აღზრდის ლიგა, პირველი ნუდისტური ორგანიზაცია შეერთებულ შტატებში, დაარსდა 1929 წლის 4 დეკემბერს.
29. ძველ ინდოეთში დამნაშავეების ერთ-ერთი სასჯელი იყო ... ყურების დასახიჩრება
30. რომის იმპერატორმა ნერონმა ცოლად შეირთო კაცი - მისი ერთ-ერთი მონა, სახელად სკორუსი.
31. 1361 წლამდე ინგლისში სასამართლო პროცესები მხოლოდ ფრანგულ ენაზე მიმდინარეობდა.
32. მექსიკის ვულკანის პარიკუტინის ამოფრქვევა გაგრძელდა 9 წელი (1943 წლიდან 1952 წლამდე). ამ დროის განმავლობაში ვულკანის კონუსი 2774 მეტრამდე ავიდა.
33. დღემდე არქეოლოგებმა ძველ ტროასთან დაკავშირებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ცხრა ციხე-დასახლების კვალი, რომლებიც სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა.
34. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 213 წელს ჩინეთის იმპერატორმა ცინ ში ჰუანგდიმ ბრძანა, დაეწვათ ქვეყანაში არსებული ყველა წიგნი.
35. არისტოტელეს ლიცეუმის შესასვლელის ზემოთ იყო წარწერა: "აქ შესასვლელი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს პლატონის ილუზიების განდევნა".