საზოგადოებრივი რა გეგმები ჰქონდა ფიურერს სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ? – მსოფლიოს მოწყობის ჰიტლერისეული გეგმა 2023, 5 იანვარი, 9:36 საბჭოთა კავშირის დამარცხება არ იყო ჰიტლერის საბოლოო მიზანი. ეს რომ ასე იყო, მტკიცებულებად შეგვიძლია მისი განცხადებები, ჰიმლერის გამოსვლები, როზენბერგის სტატიები და კიდევ არაერთი ფაქტი მოვიყვანოთ. სსრ კავშირთან ომის გეგმა, მისი, თითქმის, მთელი ევროპული ნაწილის სრულ დაპყრობას ითვალისწინებდა. ამასთან, გერმანიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე – ნავთობით მდიდარი კასპიის რეგიონი იყო. ომის დასრულების შემდეგ, ნაცისტები, გადარჩენილი საბჭოთა მოქალაქეების გაგზავნას, ურალის მთების მიღმა აპირებდნენ. ციმბირის კლიმატი და ეკონომიკური ბლოკადა, ამ ადამიანებს გადარჩენის შანსს არ აძლევდა... და თუ მაინც შეძლებდნენ არსებობას, მათ მონის ხვედრი ელოდათ. «Drang nach Osten!» («მთელი ძალებით აღმოსავლეთისკენ») – ჰიტლერს განზრახული ჰქონდა, გერმანელების ამ სლოგანის განხორციელება. რადგან 1941 წლის 22 ივნისისთვის, გერმანიას, თითქმის მთელი, დასავლეთ ევროპა უკვე ოკუპირებული ჰქონდა. შეუძლებელი იყო მხოლოდ დიდ ბრიტანეთთან გამკლავება. მაგრამ, სსრ კავშირის დაპყრობის შემდეგ, ჰიტლერს ამ ქვეყნის დაპყრობის საშუალება ექნებოდა. მაგრამ, შესაძლებელი იყო იმის დაშვება, რომ ინგლისელები გერმანელებს ჩაბარდებოდნენ? – რთული სათქმელია. გერმანელი პოლიტიკურ ელიტაში კი, ასეთ ვარიანტსაც განიხილავდნენ. რა იქნებოდა შემდეგ? – ევროპაში «წესრიგის დამყარებისთანავე», რაიხი აფრიკის და აზიის ტერიტორიების დაპყრობას დაიწყებდა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების დაპყრობა ისეთი რთული არ იქნებოდა, როგორც სსრ კავშირის ან ბრიტანეთის. თან, იმ პერიოდში, ამ ქვეყნების უმრავლესობა ისედაც ინგლისის და ევროპის სხვა ქვეყნების კოლონიები იყო. ასე, რომ, იქ ჰიტლერი პრობლემას ვერ ხედავდა. ჰიტლერი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ოკეანეთში, ავსტრალიაში ლაშქრობას არ გეგმავდა. ეს ტერიტორიები მის ერთგულ მოკავშირეს – იაპონიას უნდა დარჩენოდა. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიამ მნიშვნელოვანი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის, კოლონიებიც. ამიტომ, ჰიტლერს ყველაფრის დაბრუნება და ამავდროულად, თითქმის მთელი აფრიკის ხელში ჩაგდება ჰქონდა განზრახული. რაც შეეხება «ახალ სამყაროს», ფიურერი თვლიდა, რომ აშშ «ებრაული» სახელმწიფო იყო და აცნობიერებდა, რომ მასთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა. ეს სუსტი ევროპული ქვეყანა კი არა, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო. მაგრამ, მაინც შესაძლებელი იყო, ამ ეკონომიკური სიძლიერისთვის ძირი გამოთხრა. ხოლო ამისთვის, საჭირო იყო: არხის სხვა სიახლეები:* XXI საუკუნის სამმა მთავარმა წინასწარმეტყველმა ომის დასრულების და ევროკავშირის დაშლის თარიღი დაასახელა* სკანდალი გრძელდება – მელაძეს შეიძლება რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან* ანეკდოტები და სახალისო ფრაზები* სასარგებლო რჩევები, წარმატების მოსაპოვებლად (ახალი წლიდან დაიწყეთ)* ცხოვრებისეული იუმორი* საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები* დილის «თაიმსის» 3 გამოცანა – იფიქრეთ ჰოლმსივით (პასუხები აქვს)1130 3-ს მოსწონს
|