x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ახალგაზრდა ქალს, რომელიც დღეში 5 კოლოფ ასანთს ჭამდა, "მძიმე დეფიციტის" დიაგნოზი დაუსვეს
image

რკინის დეფიციტი კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე შემაშფოთებელი პათოლოგიად რჩება მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის უწყებებში, რადგან მისი ცუდად მართვის შემთხვევაში ის მნიშვნელოვან პრობლემებს უხსნის გზას.


ნუტრიენტი გადამწყვეტი ფაქტორია ჰემოგლობინის წარმოებისთვის, ანუ სისხლის წითელ უჯრედებზე, რომელიც პასუხისმგებელია სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე. როდესაც ორგანიზმი იბრძვის უჯრედებისთვის ჟანგბადის მიწოდებაზე, პიროვნება ამ დროს გრძნობს დაღლილობას და ქოშინს. სხვა გამოვლინებები ფიქსირდება, როდესაც ადამიანები იწყებენ კვებისთვის გამოუსადეგარ საგნების ჭამას. რამდენიმე კვლევის მიხედვით, ეს ფენომენი რკინის დეფიციტის მთავარი გამოვლინებაა.


2012 წელს სამედიცინო ჟურნალი Science Direct წერდა, რომ ეს უცნაური აშლილობა როგორც ჩანს, მტკიცედ არის დაკავშირებული რკინადეფიციტურ ანემიასთან, მაგრამ ამასთან დაკავშირებული საფუძვლიანი მექანიზმები უცნობია.



Science Direct-ი განმარტავს, რომ "ესაა იშვიათი აშლილობა [...] ის შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს ფსიქიატრიული კვლევის დროს და პაციენტები, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან მის დამალვაზე“.


ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებს არა-კვებითი ნივთიერებების ჭამის სურვილი უჩნდებათ, როგორიცაა ქაღალდი, საპონი, საღებავი ან ცარცი.


2020 წელს Science Direct-მა მაგალითად მოიყვანა 29 წლის პაციენტის შემთხვევა. ახალგაზრდა ქალმა სასწრაფო დახმარებას მიმართა ორდღიანი მუცლის ტკივილისა და ყაბზობის შემდეგ.



„პაციენტის ჩივილი გამოიხატებოდა იმაში, რომ 3, 5 /4 წლის განმავლობაში დღეში ოთხიდან ხუთ შეკვრა ასანთის ღერებს ჭამდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.



„ღამით, როცა მის ქმარს და შვილს ეძინათ [...] ის ასანთის ღერებს აალებად ბოლოებს აცლიდა და დანარჩენს ღეჭვის დროს წვრილ ნაჭრებად აქუცმაცებდა, ასველებდა და შემდეგ ყლაპავდა"


”ის ამბობდა, რომ გრძნობდა წარმოუდგენლად ძლიერ სურვილს მოქცეულიყო ასე და თავს ბედნიერად გრძნობდა ყოველ ჯერზე, ზიზღის არ ჰქონდა" ”


პაციენტს ჰქონდა გარკვეული დონის შეგნება იმაზე, რომ შეიძლება რკინის დეფიციტი (ანემია) შეიძლება იყოს მისი სიმპტომების მიზეზი, თუმცა ექიმს სამკურნალოდ არ მიმართა.




სამწუხაროდ, რკინის დეფიციტი რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიად მსოფლიოში, დაახლოებით ორი მილიარდი ადამიანი განიცდის მას.


სიმპტომები შემდეგია: უკიდურესი დაღლილობა, კანის სიფერმკრთალე, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, უმადობა, ფრჩხილების მტვრევა.


თუ დროულად არ დავიწყებთ მკურნალობას ამან შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისათვის ისეთი საშიში გართულება, როგორიცაა ანემია.


0
176
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0