განათლება აშშ-ი სავარაუდოდ აიკრძალება სიტყვა "ამერიკელის " გამოყენება 2022, 28 დეკემბერი, 14:25 ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული უნივერსიტეტის, სტენფორდის სპეციალისტთა ჯგუფმა შეადგინა და გამოაქვეყნა ასობით სიტყვისა და გამოთქმის სია, რომლებიც არ არის რეკომენდებული სასწავლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებში მოხვდეს ან შიდა მიმოწერებში იყოს გამოყენებული. ბევრის გასაკვირად, ამ სიაში სიტყვა „ამერიკელი“ მოხვდა, წერს გამოცემა Independent-ი. გასულ წელს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ გამოდიოდნენ მავნე სიტყვების აღმოსაფხვრელი ინციციატივით და ამისთვის შეიქმნა სპეციალურად ვებგვერდიც, რომელიც "დაეხმარება ხალხს ამოიცნონ და აღმოფხვრან პოტენციურად საშიში გამონათქვამები" მაინც რა სიტყვების ჩანაცვლებას და გამოყენებას(ან არ გამოყენებას) სთავაზობს უნივერსიტეტი? „არაზუსტი ენის“ კატეგორიაში სტენფორდი რეკომენდაციას უწევს სიტყვა „ამერიკელი“ შეცვალოს „აშშ-ის მოქალაქედ“, როგორც საუბრისას, ასევე წერისას. აკადემიკოსები თვლიან, რომ "ამერიკელი" ყველაზე ხშირად გამოიყენება "ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის" მნიშვნელობით, რაც, მათი აზრით, არასწორად ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატები ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა ამერიკის კონტინენტზე(სინამდვილეში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 42 ქვეყანაა) არარეკომენდებული სიტყვების სიაში ასევე მოხვდა „ემიგრანტი“ (შემოთავაზებულია მისი ჩანაცვლება „ადამიანი, რომელიც იმიგრაციაშია“ ან „არამოქალაქე“), „მიღების საათები“ (ალტერნატივა არის „სამუშაო საათები“) და პოპულარული ამერიკული გამონათქვამი "სცემო მკვდარ ცხენს", რაც ნიშნავს ფუჭ შრომას, უნივერსიტეტი ზოგადად ითხოვს არ გამოიყენონ იგი, რადგან ეს შეიძლება ნეგატიურად იქნეს აღთქმული ცხოველთა უფლებების დამცველების მიერ. მათ შორისაა სიტყვები „გადარჩენილი“ და „მსხვერპლი“, რომლებიც სახელმძღვანელოს მიხედვით უნდა შეიცვალოს „ადამიანი, რომელმაც განიცადა“ ან „ადამიანი, რომელმაც გადაიტანა “. 287 2-ს მოსწონს
|