"ეს გოიმი თუთიყუში!" - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
2022, 27 დეკემბერი, 12:54
"ტაბულას" და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების" (VES) დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პატრიარქისთვის აღსაყდრების 45 წლისთავის არმილოცვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "გოიმ თუთიყუშს" უწოდებს:
"ეს გოიმი თუთიყუში! როგორ არ მობეზრდათ ეს ქაჯობა!"- წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და ოპოზიციის ნაწილის მხრიდან პატრიარქისთვის აღსაყდრების 45 წლისთავის არმილოცვასთან დაკავშირებით კალაძის კომენტარს აზიარებს:
"ისინი ღიად ებრძვიან ეკლესიას, ღიად ებრძვიან პატრიარქს, ყველაფერს ძვირფასს, რაც გაგვაჩნია - ტრადიციებს, კულტურას და ეს არის პასუხი"- განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.