x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
ვიდეო, რომელშიც ალცჰეიმერით დაავადებული ბალერინა თავის 1967 წლის ცეკვას იხსენებს კვლავ ვირუსული ხდება (+ვიდეო)

image
ვირუსული ხდება ალცჰეიმერის დაავადების მქონე ყოფილი ბალერინას გულახდილი და ცრემლიანი ვიდეო, რომელიც ჩაიკოვსკის გედების ტბის ქორეოგრაფიას იხსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო რამდნიმე წლის წინაა გადაღებული და ინტერნეტ სივრცეშიც ძალიან გავრცელდა, დღესაც ვირუსული ხდება.



მარტა გონსალესი, ნიუ-იორკის ბალეტის ყოფილი პრიმა ბალერინა, შუახნის ასაკში დაავადდა ალცჰეიმერის დაავადებით და ინვალიდის ეტლში იყო მიჯაჭვული.

თუმცა, ყველაფერი რაც სჭირდებოდა ძველი ბალეტის წლების ძვირფასი მოგონებების დასაბრუნებლად მუსიკის ძალა იყო!image
ჩაიკოვსკის მუსიკის მოსმენის შემდეგ მან დაიწყო ბალეტის მოძრაობების გახსენება 1967 წელს სცენაზე მისი წარმოდგენიდან.image

ალცჰეიმერის დაავადება დემენციის გავრცელებული ფორმაა. ჩვეულებრივ, ადრეულ სტადიებზე დაავადება გამოხატულია მოკლევადიანი მეხსიერების დარღვევით და მხოლოდ დროთა განმავლობაში პროგრესირებს.

დაავადების განვითარებით ადამიანი წყვეტს ახლო ადამიანების და ნათესავების სახეების ამოცნობას, აქვს მეტყველების დარღვევა და კარგავს სივრცეში ნავიგაციისა და თავის მოვლის უნარს.

ასე დაემართა მარტას, რომელიც ალცჰეიმერის დაავადების გამო ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, მაგრამ როგორც კი ქალმა ნაცნობი მელოდია მოისმინა, ხელებმა შეუფერხებლად დაიწყეს მოძრაობა, 1967 წელს სცენაზე მისი სპექტაკლის ბალეტის მოძრაობების რეპროდუცირება.

სამწუხაროდ, დღეს მარტა ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მან დატოვა მშვენიერი მემკვიდრეობა, რომელიც ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ვიდეომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანის გული მოიგო.image



0
82
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0