ისტორია 6 პოპულარული ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან, რომლებიც შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო 2022, 27 დეკემბერი, 11:21 საბჭოთა კავშირის დროს, ადგილობრივი წარმოების მანქანის ყიდვაც კი ოცნება იყო. უცხოურ ავტომობილებზე ლაპარაკიც არ არის, ის მხოლოდ ძალზე ცნობად ერთეულებს თუ ჰყავდათ. გზებზე ძირითადად დადიოდა "მოსკვიჩი", "ვოლგა" და "ჟიგული", თუმცა ალბათ საინტერესო იქნება ავტომოყვარულებისთვის ის ამბავი, რომ ავტომობილის დამზადების საბოლოო ვარიანტამდე კონსტრუქტორები სხვადასხვა დიზაინს განიხილავდენ და საბოლოოდ მხოლოდ ერთს არჩევდნენ.
ქვემოთ გთავაზობთ 6 საბჭოთა ავტომობილის დიზაინს, რომელიც საბოლოოდ დაიწუნეს და სერიულ წარმოებაში არ გაუშვეს. ვაზ-2103-ავტოვაზმა 70-იან წლებში დაიწყო აქტიური თანამშრომლობა გერმანულ კომპანია Porsche-სთან. ასეთი ურთიერთქმედების შედეგად გადაწყდა ვაზ-2103-ის მოდერნიზაცია. გერმანელმა მწარმოებლებმა შეძლეს და მანქანა უფრო უხმაურო გახადეს, იმუშავეს ძრავზე და შასიზე, მთლიანად გადააკეთეს დიზაინი, უარი თქვეს ქრომზე, ფოლადის ბამპერებზე და მოლდინგზე. მაგრამ საბოლოოდ ეს ცვლილებები არ განხორციელდა, რადგან იმ დროისთვის ისინი ძალიან ავანგარდული და ძვირი აღმოჩნდა. ავტოვაზის სპეციალისტებმა მოდიფიცერებული მოდელი ვაზ-2106-ის შექმნისას წარმოადგინეს. მოსკვიჩი-3-5-6-მოსკვიჩის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი აღმოჩნდა 412. სწორედ მას შემდეგ, რაც მისი მასობრივი წარმოება დაიწყეს, იყო მოდერნიზაციის მცდელობები. 412-ის ბაზაზე შეიქმნა უნივერასალები და სედანები, რომლებიც ოდნავ წაგავდა საბაზისო მოდელს. ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო "მოსკვიჩი"-3-5-6 მოდელი, რომელიც ყველა დანარჩენისგან განსხვავდებოდა თანამედროვე ინტერიერით, უჩვეულო გარეგნობით და ავტომატური სიჩქარის კოლოფით. თუმცა ეს მოდელი მასობრივ წარმოებაში არ გაუშვეს, მაგრამ გარკვეული დეტალები გამოყენებული იქნა აქედან "მოსკვიჩი"2140 მოდელის შექმნის დროს. ზილ 130-ეს ავტომობილი საბჭოთა კავშირის დროს წარმოებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სატვირთო მანქანაა, რომლის მახასიათებელი იყო ლურჯი კაბინა. ეს სატვირთო შეიძლება განსხვავებული გარეგნობის ყოფილიყო, რადგან პროტოტიპს ჰქონდა განსხვავებული კაპოტი, ცხაური, ფარები და ა.შ. თუმცა დიზაინერმა საბომ წარმოადგინა სრულიად განსხვავებული ესკიზი, ზუსტად ის, რითაც ზილ130-ის ვიცნობთ. ზაზ-966-ზაპოროჟიეში წარმოებული ცნობილი მანქანა ძლიერ წააგავდა გერმანულ NSU Prinz 4-ს, ეს ეს ფაქტი საყოველთაოდ ცნობილია. ამავდროულად, თითქმის არავინ იცის, რომ თავდაპირველად პერსპექტიულმა და ახალგაზრდა სპეციალისტებმა წარმოადგინეს ესკიზი, რომლის მიხედვითაც მანქანა დიზაინით ძალზე წააგავდა Chevrolet Corvair-ს. მაგრამ იმ პერიოდში ძალზე პოპულარული იყო რალფ ნაიდერის წიგნი "საშიშია ნებისმიერი სიჩქარით", სადაც ეწერა, რომ Chevrolet Corvair ხშირად ტრიალდებოდა. ამას შეიძლება უარყოფითად ემოქმედა მანქანის გაყიდვებზე და გადაწყდა დიზაინის შეცვლა. ვოლგა გაზ-3102-ამ მოდელის გამოშვებამდე რამდენიმე წლით ადრე მიმდინარეობდა მუშაობა გაზ-3101 -ზე. ეს ვარიანტი წინა მოდელისგან ძალიან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. გადაწყდა მეტი ქრომირებული ელემენტების, განსხვავებული მოწყობილობათა დაფის, ოპტიკის, კაპოტის და რადიატორის ცხაურის გამოყენება. ამ მანქანაში იგეგმებოდა ავტომატური ტრანსმისიის დაყენება და 4, 25 ლიტრიანი ძრავა 115 ცხენის ძალით. კონსტრუქტორები ძალიან დიდხანს მუშაობდნენ ამ მოდელზე და მხოლოდ ერთი ეგზემპლარი შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ სერიულ წარმოებაში აღარ ჩაეშვა. ვაზ-2107-2007 წელს წარმოდგენილი იყო შიდა ვაზ-2107-ის მოდერნიზაციის პროექტი. კომპანიამ გადაწყვიტა მსგავსი ქმედებები განეხორციელებინა იმის გამო, რომ ეს მანქანა მყიდველებში საკმაოდ მოთხოვნადი იყო შედარებით დაბალი ღირებულების გამო. მისი განახლებისას დაგეგმეს სხვა ცხაურის გამოყენება, ძრავის გაუმჯობესება, უკანა და წინა ოპტიკის გაუმჯობესება, პლასტიკური ბამპერების შეცვლა და სხვა. ცვლილებები საბოლოოდ გააკრიტიკეს და ამიტომ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ყველაფერი ისე, როგორც თავდაპირველად იყო. ასევე იხილეთძველ საბჭოთა ზილ-130-ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდიფიკაცია იყო ზილ- MMZ-555-ის . ძნელი არ იყო ამ თვითმცლელის ამოცნობა, დამახასიათებელი მომრგვალებული ძარით. 1970-იან და 1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში ვერც ერთი სამშენებლო ობიექტი გვერდს ვერ აუვლიდა 555-ე სატვირთო მანქანას. რაში სჭირდებოდად ამ მოდიფიკაციის 130-ზე სწორედ ასეთი ფორმ...შთამბეჭდავი მანქანის დამზადება უფრო ადვილია, როცა ის დიდი, მდიდრული და ძვირია. მაგრამ გაცილებით მეტი გამომგონებლობა სჭირდება, რომ შექმნა ბრწყინვალე კომპაქტური ავტომობილი. ქვემოთ გაეცნობით საუკეთესო პატარა მანქანებს, რომლებიც ოდესმე შექმნილა, რადგან ისინი იყვნენ ინოვაციური, წარმატებული ან განსხვავებული. შენიშვნა:რეიტინგი ქრონოლოგიური თა... ინდონეზიაში 1957 წლის მოდელის საბჭოთა სატვირთო მანქანები ЗИЛ-ММЗ-585 ეზიდებიან ქვებს და გრუნტს. ასეთი ნაგავსაყრელი მანქანები მზადდებოდა 1965 წლამდე, ამიტომ ბოლოს გამოშვებული ეგზემპლარები ამჟამად სულ მცირე 57 წლისაა. ინტერნეტში ერთდროულად გამოქვეყნდა ინდონეზიაში გადაღებული რამდენიმე ვიდეო. კადრებში აღბეჭდილია საბჭოთა ნაგავსაყ... სსრკ-ში პოლიციის მანქანები ყვითელ-ლურჯ ფრად იყო შეღებილი. მაგრამ რატომ გამოიყენეს მაინცდამაინც ეს ვარიანტი? პირველი, რაც ახლავე უნდა ვთქვა, რომ ეს ფერების კომბინაცია სულაც არ იყო შემთხვევითი. არამედ მხოლოდ საბჭოთა, ინდივიდუალური სტანდარტი. მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სამართალდამცავების მანქანების ფერზე. განსხვავებით, ... საბჭოთა საავტომობილო ინდუსტრია არ იყო საუკეთესო მსოფლიოში, მაგრამ არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ შიდა ინდუსტრიამ ქვეყანას ბევრი საიმედო, გამძლე მანქანა მისცა. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ კარგი იყო. თუმცა, სადაც აღმავლობაა იქვე ყოველთვის არის ვარდნაც. დროა გავიხსენოთ ყველაზე წარუმატებელი სერიული საბჭოთა მანქან... 1210 3-ს მოსწონს
|