ჰანგ მიოკუ - გოგონა, რომელმაც სახის კანში მცენარეული ზეთის შეყვანით თავი დაიმახინჯა

კორეელი გოგონა ჰანგ მიოკუ ოდესღაც ცნობილი მომღერალი იყო, ცოტა მოგვიანებით იგი გახდა დამოკიდებული სილიკონის ინექციებზე, რომელიც მას პლასტიკურმა ქირურგმა გაუკეთა. მაგრამ როდესაც ექიმებმა უარი თქვეს ამ პროცედურის გაკეთებაზე სახის ზომის გაზრდისა და ფსიქიკური პრობლემების გამო, მან გადაწყვიტა მცენარეული ზეთი თავად გაეკეთებინა.
ასე გამოიყურებოდა გოგონა ახალგაზრდობაში, ყოველგვარი კოსმეტოლოგიური ჩარევების გარეშე.
შემდეგ იგი გადავიდა იაპონიაში კარიერის გასაგრძელებლად, სადაც არალეგალურ სილიკონის ინექციების გაკეთება დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: ”მე ვერ ვიღებდი ჩემზე ლამაზ ადამიანებს. მშურდა მათი. მე უნდა ვყოფილიყავი საუკეთესო. მინდოდა სრულყოფილი ვყოფილიყავი.”
ინექციებზე დამოკიდებულების გამო, სახეზე შეშუპება დაეწყო. როდესაც გოგონა 1998 წელს კორეაში დაბრუნდა, მშობლებმა ვერც იცნეს, თუმცა გოგონა თავს ლამაზად თვლიდა.
როდესაც ექიმები მიხვდნენ, რომ მიოკუ ინექციებზე დამოკიდებული გახდა, პროცედურების გაგრძელებაზე უარი თქვეს. გოგონამ ეს ვერ აიტანა და სახეში მცენარეული ზეთი თავად შეიყვანა. ის ამტკიცებდა, რომ ამის გაკეთება შინაგანმა ხმამ უბიძგა. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ გოგონას პლასტიკური ოპერაცია დასჭირდა.

მისი რთული ამბავი კორეის ტელევიზიით აჩვენეს და მაყურებელმა 27 მილიონი ვონი (დაახლოებით 21 169, 35 აშშ დოლარი) შესწირა მაკორექტირებელი ოპერაციებისთვის ფულის შესაგროვებლად. პირველი 10 ოპერაციის დროს ქირურგებმა ამოიღეს 60 გრ. სილიკონის ზეთი და სხვა უცხო ნივთიერებები სახიდან და 200 გრ. მისი კისრიდან.
მიოკუ დღეს 58 წლისაა, ჰყავს ქმარი და 2 შვილი. მისი პლასტიკური ოპერაციებისადმი დამოკიდებულება კი დღემდე განხილვის თემაა როგორც სამხრთ კორეაში, ისე მის გარეთაც.
