აფხაზეთი "მეგობრებო ახლა ისეთ რამეს დავწერ, არ დაიჯერებთ" - გული შარია 2022, 26 დეკემბერი, 13:14 სოციალური ქსელის მომხმარებელი გული შარია აფხაზეთში გადამხდარ არაჩვეულებრივ ისტორიას მოგვითხრობს: "მეგობრებო, ახლა ისეთ რამეს დავწერ, არ დაიჯერებთ. აფხაზეთში ჩარჩენილი რომ ვიყავი, ბაზარში აფხაზებმა დამიჭირეს და განყოფილებაში წამიყვანეს, როგორ მიცნეს არ ვიცი. შიგნით კიდევ ორი ქალი იყო და ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მოვიდა ჩემი რიგი და კარიც გაიღო, შემოვიდა აფხაზი, შემომხედა და მკითხა რა გვარი ხარო. მე ვუთხარი შარია. ნათელა შარია ვინ არის შენიო, მე ვუთხარი ჩემი უფროსი და არის-მეთქი. ჩემგან გადაეცით "სანთელ საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავსო". სახე გამინათდა გაკვირვებისგან. წადი Сестра და შენს თავს მიხედეო. ნათელა უკვე აღარ არის-მეთქი. მკერდში ხელი დაარტყა და სთქვა ამ ქალმა მე შვილი გადამირჩინაო. არ არსებობდა ადამიანი, განურჩევლად ეროვნებისა, ის რომ არ დახმარებოდა. მთელი ცხოვრება აფთიაქში მუშაობდა. ახლა ამას რომ ვწერ ვკანკალებ, მისი სახელი და ადამიანობა დაუვიწყარია. ჩვენს უმადურ მთავრობას, რა თქმა უნდა მაშინდელს, სახელიც კი არ უთქვამთ, დაფასებას ვინ ეძებს. დღესაც ასეა, ღირსეულებს დაფასება არა აქვთ. 25 დეკემბერს დაიბადა ჩვენი სახელოვანი, ჩვენი აღმზრდელი, ყველა და-ძმის გზაზე დამყენებელი ჩემი ნათელა! დიდება მის სახელს, დიდება, !" - წერს გული შარია. 500 1-ს მოსწონს 1-ს არა
|