x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
'‘სახელმწიფო გადატრიალების გეგმა ასეთია..."- რას აცხადებს მოროშკინა

image


ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგმა ლალი მოროშკინამ ჰომოფობიური და პრორუსული განწყობებით გამორჩეული ტელეარხის "ალტ-ინფოს" ეთერში სტუმრობისას სახელმწიფო გადატრიალების გეგმაზე ისაუბრა და განაცხადა რომ ექს - პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ქვეყნიდან გაუშვებენ, რათა ის აქ კვლავ "დასაპყრობად" დაბრუნდეს:


"ეს არის სახელმწიფო გადატრიალების გეგმა, რომელიც უნდა მომხდარიყო მაშინ, როცა არაჟანთან ერთად შემობრძანდა, ეს იყო ზელენსკის გეგმა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მინსკის შეთანხმებები არაფრამდე მივიდოდა, იცოდა, გაპარტახებული ევროპაში დასჭირდებოდათ ოაზისი, სადაც მოჯდებოდნენ, ეს ოაზისია საქართველო.

ამისთვის იყო მიშა გამოგზავნილი. მიშას ხელმძღვანელობდნენ ეს არესტოვიჩების და ზელენსკის ბრიგადა, აქ მიშამ ვერ ნახა პარტნიორი, მოატყუეს, ნიკა მელიამაც, მათ შორის, ჩავარდა ეს ამბავი. ახლა სააკაშვილმა ამიტომაცაა უკრაინულად რომ დაიწყო ლაპარაკი, ამას ხომ უნდა დაკვირვება, რატომ საუბრობს უკრაინულად, პირდაპირ მიმართავს დამკვეთს, მე გამომიყვანე აქედან, რომ შენი საქმე ბოლომდე მივიყვანო.


სახელმწიფო გადატრიალება სახეზეა, მზადდება და სათავეში უნდა ჩაუდგეს სააკაშვილი, ზურაბიშვილის გამოშვებული და მერე დაბრუნებული, ეს გეგმაა, ხომ ვიცით, რომ ეს გეგმა გაწერილია, ყველაფერი მზადდება იმისთვის, რო გაუშვან და დაბრუნდეს დასაპყრობად."- განაცხადა მოროშკინამ "ალტ - ინფოს" ეთერში.






0
744
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
744