საქართველო
"კარგი, ჩვენ ბნელები ვართ, მაგრამ აი სომხებს რა სჭირთ" - რა პოსტს ავრცელებს ირაკლი ოქრუაშვილი
2022, 25 დეკემბერი, 17:53

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი შობის თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და ყველა მოაზროვნე ქართველს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს:
"კარგი, ჩვენ ბნელები ვართ და ეს ჩვენი რუსეთუმე სამღვდელოება ყირილეს საამებლად არ ცვლის შობის თარიღს (როდესაც იქნება ხომ გადმოვიტანთ შობას 25 დეკემბერს), მაგრამ აი სომხებს რა სჭირთ 6 იანვარს რომ აღნიშნავენ და რომც შეცვალონ, 24 დეკემბერს გადმოიტანენ? შობას გილოცავთ, ყველა მოაზროვნე ქართველს განსაკუთრებით."- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს. შობის დღესასწაულს აღნიშნავენ საქართველოშიც. მართლმადიდებლური სამყარო კი ქრისტეს შობის დღესასწაულს 7 იანვარს ზეიმობს.