x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"არმაგედონი დაიწყო…გეყოთ ტყუილის ტირაჟირება"- რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

image


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჩინეთში კოვიდ-19 ის შემთხვევების კატასტროფულად გაზრდილ მაჩვენებელს პირად გვერდზე ეხმაურება და ჩინეთიდან ფრენების აკრძალვის ინციატივით გამოდის. პროფესორის თქმით, ქვეყანა პერმანენტულ კოვიდ ტალღებში მარტამდე იქნება:



"გაფრთხილებდით (ვინ დამიჯერა მაშინ)… ჩინეთში არმაგედონი დაიწყო…


✅გვერდზე დგომა და ყურება გამოსავალი არ არის.


✅ზუსტად ახლა უნდა იყოს ჩართული ყველა სახელმწიფო მექანიზმი, რომ ჩინეთიდან წამოსული ცუნამი ნაკლები ზიანით გადავიტანოთ…


✅რეალობაში კი სახელმწიფო დაკავებულია უგემური ნაძვის ხეებით (ვინ უფრო მეტ ფულს მოტეხავს ბიუჯეტიდან. მერამდენედ!).


✅ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ვერ/არ დანიშნეს. ის ხომ არ არის ომბურდსმენი ბოლოს და ბოლოს.


✅სახელმწიფო ოფიციალურად იღებს მონაწილეობას უხარისხო კერძო კლინიკის გახსნაში. სია დიდია…


✅საქართველო გადააქციეს ჩვეულებრივ ბანანის რესპუბლიკად…


✅ჩინური კოვიდ ცუნამი საქართველომდე ძველით ახალი წლის შემდეგ მოაღწევს❗️


✅ჩინეთიდან ფრენები უნდა აიკრძალოს რაც შეიძლება, მალე❗️


✅საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი უნდა დაინიშნოს რაც შეიძლება მალე❗️


✅პირბადეები მოიმარაგეთ❗️

✅“ნადეჯდა” ტვ, გეყოთ❗️ ტყუილსაც ააქვს საზღვარი❗️ თქვენი ვითომ ექსპერტების ბჯუტურს (ერთი სტატიაც რომ არააქვთ დაწერილი ცხოვრებაში) ააქვს საზღვარი❗️ ქვეყანაში არის უკონტროლო კოვიდის ეპიდემია და სხვა რესპირაციული ვირუსების, დღეს 12 და ხვალ 22-საც “ნახავთ”❗️


✅ გეყოთ ტყუილის ტირაჯირება❗️


✅ქვეყანა პერმანენტულ კოვიდ ტალღებშია უკვე ნოემბრიდან და მარტამდე ასე ვიქნდბით თქვენს ხელში❗️"- წერს გიორგი ფახაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ჩინეთში 20 დეკემბერს COVID-19-ით თითქმის 37 მილიონი ადამიანი დაავადდა. ინფორმაციას ამის შესახებ "Bloomberg"-ი ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა სხდომის პროტოკოლზე დაყრდნობით ავრცელებს. ჯამში, დეკემბრის 20 დღის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციით ჩინეთში 248 მილიონი ადამიანი დაავადდა, ანუ ქვეყნის დაახლოებით 18%-ი. აქამდე COVID-19-ით დაავადების მაქსიმუმი - 4 მილიონი ადამიანი დღეში - 2022 წლის იანვარში დაფიქსირდა.







0
745
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
745