x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ნუ მიგზავნით სქრინებს, სხვა შემთხვევაში დაგემშვიდობებით!"- რა სქრინებზე საუბრობს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა საკუთარ ფეისბუფრენდებს თხოვნით მიმართავს და მოუწოდებს მის შესახებ უარყოფით კონტექსტში დაწერილი სქრინები მას არ გაუგზავნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ "ფრენდებს" ის სამუდამოდ დაემშვიდობება:


"ბოლო გაფრთხილება!


ძვირფასო ახალო და ძველო "ფრენდებო, "


30 წელია,


რაც პოლიტიკაში ვარ,


ხან ვაშუქებდი,


ხან მაშუქებდნენ.


ნუ მიგზავნით სქრინებს, ვინ რა აუგი თქვა ჩემზე, სხვა შემთხვევაში დაგემშვიდობებით!


მე თავად ვასწავლი PR-ში, რომ ყველაზე მოკლე,


მაგრამ უღირსი გზაა პოპულარობისკენ, ტალახი ესროლო ცნობილ, აღიარებულ ადამიანს, იმის მოლოდინში, რომ ის გიპასუხებთ და უცნობი სახელი და გვარი უცებ აინთება.


ბოდიში, ვერ გაგაპიარებთ, ამაში ცალკე ანაზღაურებას ვიღებ." - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.




0
186
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
186